Freedom House - არჩევნებთან დაკავშირებული საპროტესტო აქციების დროს ძალადობა ფართოდ იყო გავრცელებული 11 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოსა და მოზამბიკში, სადაც უსაფრთხოების ძალებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალა გამოიყენეს

Freedom House-ის ანგარიშის თანახმად, საქართველო ნაწილობრივ თავისუფალ ქვეყანად რჩება.

ორგანიზაციის ანგარიშის თანახმად, „თავისუფლება მსოფლიოში 2025“ საქართველოს 100 ქულიდან 55 აქვს მინიჭებული. ორგანიზაციამ პოლიტიკური უფლებების კუთხით საქართველოს 40-დან 21 ქულა, ხოლო სამოქალაქო თავისუფლების კუთხით კი 60-დან 34 ქულა მიანიჭა.

გასულ წელთან შედარებით საქართველოს თავისუფლების მაჩვენებელი 3 ქულით გაუარესდა.

Freedom House-ი წერს, რომ გლობალური თავისუფლება უკვე ზედიზედ მე-19 წელია უკუსვლას განიცდის.

ორგანიზაციის ანგარიშის თანახმად, 2024 წელს არჩევნები 65 ქვეყანასა და ტერიტორიაზე ჩატარდა. ჩატარებული არჩევნების უმეტესობა კი საარჩევნო მანიპულაციებითა და ძალადობით გამოირჩა.

„არჩევნებთან დაკავშირებული საპროტესტო აქციების დროს ძალადობა ფართოდ იყო გავრცელებული 11 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოსა და მოზამბიკში, სადაც უსაფრთხოების ძალებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალა გამოიყენეს“, - ნათქვამია ანგარიშში.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
„საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ - მთელწლიანი უნიკალური პროექტი დაიწყო