GM PHARMA 25 წლისაა - იუბილეს კომპანია არაერთი წარმატებითა და ამბიციური გეგმით ხვდება

ფარმაცევტული ინდუსტრიის რეგიონული ლიდერობიდან საერთაშორისო მულტინაციონალურ ორგანიზაციამდე GM PHARMA-ს მეოთხედი საუკუნე ზრუნვისა და უკეთესი ჯანმრთელობისთვის.

უწყვეტი განვითარების 25 წლის იუბილეს GM PHARMA არაერთი წარმატებითა და ამბიციური გეგმით ხვდება:

GM PHARMA-ს საწარმო თბილისში ყველაზე დიდი ფარმაცევტული წარმოებაა კავკასიის რეგიონში, სადაც უახლესი ტექნოლოგიების საშუალებით ხორციელდება მედიკამენტების მყარი ფორმების წარმოების სრული ციკლი - ნედლეულის მოძიებიდან საბოლოო პროდუქტის გამოშვებამდე.

კომპანია ფლობს ფარმაცევტული წარმოებისთვის აუცილებელ ყველა ნაციონალურ თუ საერთაშორისო სერტიფიკატსა და ნებართვას, მათ შორის:

  • კარგი საწარმოო პრაქტიკის – ნაციონალური GMP (საქართველო).
  • კარგი საწარმოო პრაქტიკის – GMP PIC/S (საერთაშორისო).
  • ხარისხის მართვის – ISO 9001:2015 და ISO 17025:2017/2018.

130-ზე მეტი ბრენდით, 220-ზე მეტი გამოშვების ფორმით GM PHARMA ფლობს პროდუქტების ერთ-ერთ უდიდეს პორტფელს რეგიონში და მოიცავს სამკურნალო საშუალებების თითქმის ყველა ჯგუფს, საკვები დანამატების ჩათვლით.

GM PHARMA 2017 წლიდან წარმოადგენს №1 კომპანიას ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე, გაყიდვების როგორც თანხობრივი, ასევე რაოდენობრივი მაჩვენებლების მიხედვით.

კომპანია ახორციელებს 100-ზე მეტი დასახელების პროდუქტის ექსპორტს და ოფიციალური წარმომადგენლობები გააჩნია მსოფლიოს 7 ქვეყანაში (უზბეკეთი, ტაჯიკეთი, ყირგიზეთი, სომხეთი, მოლდოვა, აზერბაიჯანი, ყაზახეთი).

GM PHARMA არის 5 საუკეთესო უცხოურ ფარმაცევტულ კომპანიას შორის გაყიდვების მაჩვენებლით უზბეკეთში.

კომპანიაში დასაქმებულია 600-ზე მეტი პროფესიონალი, მათ შორის, საექსპორტო ქვეყნებში.

GM PHARMA-ს მედიკამენტებით ყოველწლიურად 12 მილიონზე მეტი პაციენტი მკურნალობს საქართველოსა და კომპანიის საერთაშორისო ბაზრებზე (საექსპორტო ქვეყნები), რაც მომხმარებლებისა და ჯანდაცვის სპეციალისტების მხრიდან კომპანიის აღიარებაზე მეტყველებს.

ამჟამად კომპანიის კვლევა-განვითარების დეპარტამენტში (R&D) 15 ახალ მედიკამენტზე მიმდინარეობს მუშაობა, რითაც ჯანდაცვის სპეციალისტებს ბევრი მნიშვნელოვანი სამედიცინო პრობლემის უკეთ მკურნალობის საშუალება მიეცემათ.

დაარსებიდან 25 წლის შემდეგ, GM PHARMA კვლავ ინარჩუნებს ამბიციურ მიზნებს - კომპანიის მთავარი პრიორიტეტია EU GMP სერტიფიკატის მიღება და საერთაშორისო ფარმაცევტულ ლიდერად ჩამოყალიბება, რაც მნიშვნელოვანი ეტაპია არამხოლოდ კომპანიის ზრდა-განვითარებისთვის, არამედ საქართველოს ფარმაცევტული ინდუსტრიის ევოლუციისთვის.

GM PHARMA-ს ისტორია 25 წლის წინ დაიწყო. 90-იანი წლების ბოლოს, მაშინ, როდესაც ბოლომდე არ იყო გადაჭრილი ფარმაცევტული პროდუქციით მოსახლეობის უწყვეტად მომარაგების საკითხი და საქართველოში სამკურნალო საშუალებების გარკვეული დეფიციტიც შეინიშნებოდა, გაჩნდა იდეა, ჩვენს ქვეყანაში შექმნილიყო მსოფლიო დონისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ფარმაცევტული წარმოება.

ყოველი კრიზისი შეიძლება იყოს შესაძლებლობა და იქცეს უკეთესი მომავლის დასაწყისად, სწორედ ასე დაიბადა GM PHARMA - მიუხედავად იმ დროისთვის არსებული სირთულეებისა, დასახული მიზანი დაუღალავი შრომისა და ძალისხმევის შედეგად, 2000 წლის თებერვალში რეალობად იქცა და GM PHARMA-ში პირველი მედიკამენტი რიფამპიცინის კაფსულები შეიქმნა.

მას შემდეგ, 25 წელია GM PHARMA ემსახურება მათ, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდებათ - პაციენტებს! დაფუძნების დღიდან კომპანიის მისია და ფასეულობები უცვლელია – მეცნიერულ მიდგომებზე და ინდუსტრიის საუკეთესო პრაქტიკაზე დაყრდნობით ხარისხისა და პროდუქტების მუდმივი სრულყოფა და ისეთი მედიკამენტების წარმოება-მიწოდება, რომელიც პაციენტების ცხოვრების ხარისხს აუმჯობესებს და მათ სიცოცხლეს უხანგრძლივებს.

(R)

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს