ელენე ხოშტარია - მაგიდაზე დევს რიგი გადაწყვეტილებები, ზეწოლის სხვადასხვა ბერკეტი არსებობს, ნაწილი ვნახეთ და კიდევ უნდა იყოს - დეტალურად ვისაუბრეთ, რას ვაპირებთ და რას ველოდებით

მაგიდაზე დევს მთელი რიგი გადაწყვეტილებები, ზეწოლის სხვადასხვა ბერკეტი არსებობს, ნაწილი ვნახეთ და კიდევ უნდა იყოს ეს გადაწყვეტილებები - დეტალურად ვისაუბრეთ, რას ვაპირებთ ჩვენ და რას ველოდებით, - ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიანესთან ოპოზიციის შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, როგორც „პოლიტპატიმრების თემას“, ისე მედია შეზღუდვას თუ სხვა რეპრესიულ კანონებს რეაქცია უნდა მოჰყვეს“.

“ვხედავთ, რომ ევროპარლამენტი ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეა. მნიშვნელოვანი რეზოლუცია მიიღეს. ევროპარლამენტში არიან ადამიანები, რომელთა ჩამოსვლის სიხშირე, სრული კოორდინაცია პრეზიდენტთან, ოპოზიციასთან, მედიასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან - თავისთავად არის ხაზგასმა, რამდენად ჩართულები არიან და რამდენად მნიშვნელოვანია ერთი: აქ დემოკრატიული, ევროპული პერსპექტივის შექმნა და მეორე: რუსების განდევნა პრაქტიკულად, ამ ქვეყნიდან. ბუნებრივია, ყველაფერზე ვისაუბრეთ, მათ შორის ახალ განვითარებებზე, გეგმებზე, რაც ოპოზიციას აქვს, ხედვაზე, როგორია ჩვენ შორის კოორდინაცია, რა ნაბიჯებს ვხედავთ მნიშვნელოვანს და რას ველით ევროპელებისგან.

მაგიდაზე დევს მთელი რიგი გადაწყვეტილებები. ზეწოლის სხვადასხვა ბერკეტი არსებობს. არის ევროკავშირის ერთიანი გადაწყვეტილებები, არის წევრი ქვეყნების გადაწყვეტილებები. ნაწილი ვნახეთ და კიდევ უნდა იყოს გადაწყვეტილებები. პოლიტპატიმრების თემა იქნება, მედია შეზღუდვა თუ სხვა რეპრესიული კანონები, ამ ყველაფერს რეაქცია უნდა მოჰყვეს. ჩვენ დეტალურად ვისაუბრეთ, რას ვაპირებთ ჩვენ და რას ველოდებით”,- განაცხადა ხოშტარიამ.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში