ბრიტანელი მინისტრი ივანიშვილის შესაძლო სანქცირებაზე დასმულ კითხვაზე - ყურადღებით ვაგრძელებთ საქართველოში ვითარებაზე დაკვირვებას, კომენტარს არ ვაკეთებთ პოტენციურ სამომავლო სანქციებზე, ვინაიდან, შედეგს შეამცირებს

დიდი ბრიტანეთის ევროპის, ჩრდილოეთ ამერიკისა და ზღვისიქითა ტერიტორიების საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, სტივენ დოუთიმ საქართველოს ხელისუფლების ოფიციალური პირების ქმედებების მიმართ „სერიოზული შეშფოთება“ გამოთქვა.

ბრიტანელმა მინისტრმა თემთა პალატაში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა „მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევაზე“ და აღნიშნა, რომ ეს სრულად მიუღებელია.

დოუთიმ გაიმეორა ზომები, რომელიც დიდმა ბრიტანეთმა საპასუხოდ გაატარა.

“სერიოზული შეშფოთებები მაქვს საქართველოს ოფიციალურ პირების მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტების ძალადობრივად დარბევაზე და ეს სრულიად მიუღებელია.

საპასუხოდ, საქართველოს მთავრობისადმი დახმარება შევაჩერეთ, შევზღუდეთ თავდაცვითი თანამშრომლობა და შევზღუდეთ “ქართულ ოცნებასთან” ჩართულობა. სავიზო აკრძალვები და სანქციები დავუწესეთ მათ, ვინც პასუხისმგებელია ძალადობაზე.

ვაგრძელებთ საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობას, რათა მხარი დავუჭიროთ ღია და თავისუფალ სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიას საქართველოში”, - განაცხადა დიდი ბრიტანეთის ევროპის, ჩრდილოეთ ამერიკისა და ზღვისიქითა ტერიტორიების საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, სტივენ დოუთიმ თემთა პალატაში გამოსვლისას.

დოუთიმ ასევე პასუხი გასცა დეპუტატი პერან მუნის (ლეიბორისტული პარტია) კითხვას, გეგმავს თუ არა დიდი ბრიტანეთი აშშ-ის მსგავსად ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას, რომელიც დეპუტატმა როგორც “პუტინის მხარდაჭერილი ოლიგარქი და საქართველოს დე ფაქტო მმართველი” აღწერა, რომელიც მშვიდობიანი პროტესტის ჩასახშობად იგივე “ხელწერას” იყენებს, რასაც რუსეთში იყენებდნენ.

მუნმა ახსნა, რომ ბიძინა ივანიშვილის ქონების დიდი ნაწილი დიდ ბრიტანეთში ან ბრიტანულ ზღვისიქითა ტერიტორიებშია განთავსებული.

“პირველ რიგში მინდა მადლობ გადავუხადო მას [პერან მუნს] და PACE-ის დელეგაციის მიერ კოლეგა წევრებს იმ მნიშვნელოვანი სამუშაოსთვის, რომელსაც აკეთებენ, მათ შორის საქართველოს საკითხზე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთ საკითხებზე ევროპელებთან ერთად ვიდგეთ ევროპის საბჭოში.

აშშ-სთან კოორდინაციაში გაერთიანებულმა სამეფომ სანქციები დაუწესა შინაგან საქმეთა მინისტრს [გომელაურს], მის მოადგილეს [დარახველიძეს] და პოლიციის სამ მეთაურს, რომლებიც პასუხისმგებლები იყვნენ ჟურნალისტებისა და მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობაზე საქართველოში.

მაშინ, როდესაც ყურადღებით ვაგრძელებთ საქართველოში ვითარებაზე დაკვირვებას, კომენტარს არ ვაკეთებთ პოტენციურ სამომავლო სანქციებზე, ვინაიდან ამის გაკეთება შედეგს შეამცირებს”, - განაცხადა დაუთიმ.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში