ნინო ჩხობაძე - დღეს უკვე უნდა დავიწყოთ მზადება წყალდიდობების და მეწყრებისთვის რეგიონებში, სადაც უხვი თოვლია - მოსახლეობა, რომელიც გამოსაყვანია, გამოიყვანონ

დღეს უკვე უნდა დავიწყოთ მზადება წყალდიდობების და მეწყრებისთვის იმ რეგიონებში, სადაც უხვი თოვლია, - ამის შესახებ ორგანიზაცია „საქართველოს მწვანეები - დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარემ, ნინო ჩხობაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

როგორც ჩხობაძემ აღნიშნა, დროს აქვს დიდი მნიშვნელობა და სადაც უხვი ნალექია, მოსახლეობა უნდა გამოიყვანონ.

„სისტემის არსებობამ მოგვიყვანა აქამდე, მერე გვახსენდება, რომ კოორდინირებაა საჭირო. დღეს უკვე უნდა დავიწყოთ მზადება წყალდიდობების და მეწყრებისთვის იმ რეგიონებში, სადაც უხვი თოვლია. ჩათვალეთ, რომ გაზაფხული უკვე დამდგარია. უკვე უნდა დაიწყონ მზადება, რადგან პრობლემა დადგება.

მომავალ კვირაში დაბალი ტემპერატურებია, ამიტომ მოლიპვა და ყინული უფრო საშიშია, თოვლი მძიმდება. წამებს და დროს აქვს დიდი მნიშვნელობა.

მოსახლეობა, რომელიც გამოსაყვანია, უნდა გამოიყვანონ“, - განაცხადა ჩხობაძემ.

მისივე თქმით, მთავრობას არ აქვს სტიქიასთან ბრძოლის პროტოკოლი, რადგან სხვა შემთხვევაში რეაგირება პირველივე დღიდან დაიწყებოდა.

„მგონი, სტიქიასთან ბრძოლის პროტოკოლი არ გვაქვს იმიტომ, რომ გვქონდეს პირველივე დღიდან დაიწყებოდა რეაგირება. რეაგირების სქემები, რომელიც უნდა არსებობდეს კანონის მიხედვით, ყველა სამსახურს უნდა ჰქონოდა. მე ვიცი, რომ მუნიციპალიტეტებს თავისი რეაგირების გეგმები კანონით ევალებათ, მაგრამ ასეთი გეგმები ბევრ მუნიციპალიტეტში არ არის გაკეთებული. ეს არის უსაფრთხოების ნორმა: როგორ მოდის შეტყობინება, ვინ იღებს ინფორმაციას, სააგენტოდან ინფორმაციის მიღებისთანავე უნდა დაიწყოს მობილიზება - ტექნიკის მობილიზება, გადახედვა. ყველა სტიქიას აქვს თავისი ქმედება.

ყველა უწყება როდის და როგორ ერთვება, ადგილობრივი ხელისუფლება რას აკეთებს, რას აკეთებს მოხალისე, მასზეც გაფრთხილების სისტემა უნდა მოქმედებდეს, მარტო 112-დან მიღებული შეტყობინება არაფერს ნიშნავს, მას უნარ-ჩვევები უნდა ჰქონდეს როგორ მოიქცეს, რა უნდა მოიმარაგოს“, - განაცხადა ჩხობაძემ.

მისივე თქმით, მუნიციპალიტეტებს ტექნიკა არ ჰყოფნის - „ძალიან ცოტაა მძიმე ტექნიკა, რომელიც საქართველოს სჭირდება“.

"მუნიციპალიტეტებს ტექნიკა არ ჰყოფნის. ყველა რეგიონს უჭირს ახლა, გარდა თბილისისა. ძალიან ცოტაა მძიმე ტექნიკა, რომელიც საქართველოს სჭირდება“,- აღნიშნა მან.

როგორც ჩხობაძე აღნიშნავს, საქართველოში რამდენიმე სტიქიაა, რასაც სისტემური მიდგომა სჭირდება და არ შეიძლება ერთმანეთზე გადაბრალება.

„ჩვენ ერთი სტიქია კი არ გვაქვს, რამდენიმე სტიქია გვაქვს, ზვავსაშიშროება გვაქვს, ხანძრები, გვალვები, წყალდიდობები, მეწყრები - ეს ყველაფერი მოსალოდნელია. ჩვენ უბრალოდ ვცხოვრობთ სტიქიიდან სტიქიამდე, როდესაც სტიქია ჩაივლის, ეს ყველაფერი გვავიწყდება. ამას სისტემური მიდგომა სჭირდება და არ შეიძლება ერთმანეთზე გადაბრალება. პირველ რიგში, სისტემა უნდა არსებობდეს“, - განაცხადა ჩხობაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე