ინფორმაციული სისტემების მართვის სამაგისტრო პროგრამა BTU-ში მათთვის, ვისაც ტექნოლოგიების სფეროში წარმატების მიღწევა სურს

ინფორმაციული სისტემების მართვა დღეს მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად სფეროდ მიიჩნევა. სწორედ ამიტომ DevOps-ის სასწავლო პროგრამებზე მოთხოვნა მუდმივად მზარდია. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ინფორმაციული სისტემების მართვის სამაგისტრო პროგრამა რეგიონის მასშტაბით უნიკალურია. პროგრამა მაგისტრანტებს საშუალებას აძლევს, შეისწავლონ პროგრამული უზრუნველყოფის კომპლექსური განვითარება და IT ოპერაციების მართვა.

სწრაფად მზარდ სექტორში ჯერ კიდევ კადრების ნაკლებობაა. სწორედ ამიტომ მაგისტრანტები, რომლებიც წარმატებით ასრულებენ კურსს, მოკლე პერიოდში წამყვან კომპანიებში საქმდებიან. მათთვის ღიაა დასაქმების როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ასპარეზი.

გიზიარებთ რამდენიმე საინტერესო ფაქტს BTU-ს ინფორმაციული სისტემების მართვის სამაგისტრო პროგრამის შესახებ:

  • DevOps-ის მიზანია, მომზადდეს საინფორმაციო ტექნოლოგიების, პროგრამული ინჟინერიის, ავტომატიზაციის სისტემების, ოპერაციული სისტემების სიღრმისეული ცოდნის და აქტუალური უნარების მქონე საქართველოს და უცხოეთის განათლების და შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანი პროფესიონალი, რომელიც იქნება პროფესიულ განვითარებასა და საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებაზე ორიენტირებული და შეძლებს თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ხელსაწყოების თავისუფლად გამოყენებას, მაღალტექნოლოგიური მიღწევების გათვალისწინებისა და სწორი დაგეგმვის შედეგად სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციის საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდას და ცვლილებების მოთხოვნებზე სწრაფ რეაგირებას, კომპანიის IT-ის სტრუქტურის შექმნასა და მართვას, მომხმარებელთა მხარდაჭერას და ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების ამაღლებას, არსებული საინფორმაციო ტექნოლოგიების ტრანსფორმაციას, სხვადასხვა პროცესის დაგეგმვას, მართვასა და შეფასებას, ასევე, ინოვაციური ტექნოლოგიური პროექტების ინიცირებასა და დანერგვას;
  • პროგრამა აკრედიტებულია არა მხოლოდ საქართველოში შესაბამისი ორგანოების მიერ, არამედ Amazon Academy-ს მიერაც. ეს ნიშნავს, რომ ის სრულად აკმაყოფილებს უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებს;
  • მაგისტრანტებს შეუძლიათ გაცვლითი პროგრამის მეშვეობით სრული დაფინანსებით ისწავლონ ევროპის შემდეგ უნივერსიტეტში: რომის საპიენცას უნივერსიტეტი, იტალია; კილის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი, გერმანია; მინეს ალბი, საფრანგეთი; ტიროლის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი, ავსტრია; ცვიკაუს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი, გერმანია; აშაფენბურგის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი, გერმანია;
  • მაგისტრანტებს შესაძლებლობა აქვთ, მიღებული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენონ, სტაჟირება გაიარონ წამყვან კომპანიებში და შეხვდნენ ინდუსტრიის ლიდერებს;
  • აკადემიური პერსონალი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მიერ. მაგისტრანტებს ასწავლიან DevOps ინჟინრები და მეცნიერები;
  • მაგისტრანტებს შესაძლებლობა აქვთ მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო ფონდებისა და აქსელერაციის კონკურსებში, გაიარონ სასწავლო პროგრამაში ინტეგრირებული საერთაშორისო სასერტიფიკატო პროგრამები;
  • DevOps სამაგისტრო პროგრამაზე ისწავლება LINUX-ის სიღრმისეული კურსი, ღრუბლოვანი სისტემების ორკესტრაცია (AWS), ოპერაციათა მენეჯმენტი თანამედროვე პლატფორმების გამოყენებით, MongoDb, ტექნოლოგიური პროექტების კოლაბორაციული მართვა - Agile, ღრუბლოვანი სისტემების ავტომატიზაცია Python-ის საშუალებით, კონტეინერიზაცია და Docker-ი ღრუბლოვან სერვისებზე (AWS), მართვის ავტომატიზებული სისტემები - Kubernetes და ა.შ.

პროგრამის ღირებულება 2950 ლარია, თუმცა მაგისტრანტს შესაძლებლობა აქვს, სწავლის ნაწილის დაფინანსება სახელმწიფოს მხრიდან მოიპოვოს.

დეტალური ინფორმაციის მისაღებად შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა.

(R)

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები