გურამ ქარაზანაშვილი საქართველოსა და კავკასიაში რობოტული ქირურგიის დამფუძნებელია

იანვარში ერთი წელი შესრულდა, რაც ქარაზანაშვილის რობოტულ ცენტრ KRC-ში რობოტული ქირურგია დაინერგა. ეს ტექნოლოგია თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ინოვაციური მიღწევაა, რომელიც უმაღლესი სიზუსტის ოპერაციების ჩატარების საშუალებას იძლევა. აღნიშნული მეთოდი პაციენტებისთვის უკეთეს შედეგებს, სწრაფ გამოჯანმრთელებასა და უსაფრთხოების მაქსიმალურ გარანტიას უზრუნველყოფს. რობოტული ქირურგიის სერვისი ამიერკავკასიაში ერთადერთია და მას უამრავი პრიორიტეტი აქვს, ვიდრე ღია ოპერაციას, ან ლაპარასკოპიას. პირველი რობოტული ოპერცია ქარაზანაშვილის კლინიკაში 2024 წლის 27 თებერვალს ჩატარდა და ერთი წლის განმავლობაში მისმა რიცხვმა 150-ს გადააჭარბა.

„ჩვენს კლინიკაში რობოტული ოპერაციები ტარდება უროლოგიაში, გინეკოლოგიასა და მუცლის ღრუს ქირურგიაში. რობოტული ქირურგია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარდატეხაა მედიცინაში, ის თანამედროვე ქირურგიის განვითარების უახლესი საფეხურია, დღევანდელობაა და თუ გვინდა, რომ ვიყოთ კონკურენტუნარიანი, ეს ნორმალური ქირურგიის გარეშე არ იქნება. ვფიქრობ, ჩვენი ქირურგია ამით განვითარებული ქვეყნების დონეზე დადგა. ეს მეთოდი იძლევა იმის გაკეთების საშუალებას, რაც შეუძლებელი იყო ლაპარასკოპიით, ან ღია წესით ქირურგიისთვის“, - ამბობს პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, რობოტული ქირურგი, ონკო-უროლოგი გურამ ქარაზანაშვილი, რომელმაც საქართველოში პირველად, მის კლინიკაში რობოტ ასისტირებადი ქირურგია დანერგა და ადამიანებისთვის მედიცინის ულტრათანამედროვე დასავლური სტანდარტი ხელმისაწვდომი გახადა.

„ტრადიციული ქირურგიის სახეობებთან შედარებით, რობოტული ქირურგია გაუმჯობესებული ვარიანტია, უფრო კომფორტულია, რა დროსაც ქირურგი 3 D განზომილებაში ხედავს წვრილმან დეტალებს, არის მინი ინვაზიური, იძლევა ძალიან ნატიფი მოძრაობის საშუალებას, რაც შესაბამისად, პაციენტზეც ძალიან დადებითად აისახება. ამ ტექნოლოგიას აქვს ისეთი უპირატესობები როგორიცაა: სიზუსტე, ოპერაცია გაკვეთის გარეშე, მინიმალური სისხლის დანაკარგი, ადამიანური შეცდომებისაგან დაცვა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ყველა სტრუქტურის (სისხლძარღვები, ნერვები...) შენარჩუნება ისე, რომ პაციენტის ცხოვრების ხარისხი არ გაუარესდეს, ოპერაციის შემდგომ მინიმალური ტკივილი და დისკომფორტი, ასევე, სწრაფი და მოკლე რეაბილიტაციის პერიოდი. ასე რომ, ამ მეთოდს უზარმაზარი პლუსები აქვს“.

რობოტული ქირურგიის პოპულარობა საქართველოში ბოლო დროს მნიშვნელოვნად გაიზარდა და ეს ცენტრი არა მხოლოდ ადგილობრივ პაციენტებს სთავაზობს მსოფლიო სტანდარტების შესაბამის მომსახურებას, არამედ ამიერკავკასიაში ერთ-ერთ ყველაზე იაფ დაწესებულებად ითვლება, სადაც თურქეთთან შედარებით 3-ჯერ უფრო იაფად ტარდება ურთულესი და უნიკალური ოპერაციები.

„ჩვენი რობოტული ცენტრი აქტიურად ეხმარება იმ პაციენტებს, რომელთაც სჭირდებათ უნიკალური და კომპლექსური ოპერაციების ჩატარება, რაც პაციენტებისთვის სანდოობის და ხარისხის გარანტიად გვევლინება. ჩვენს მოსახლეობას არ უნდა უწევდეს თანამედროვე მკურნალობის ძიება სხვადასხვა ქვეყნებში, რაც გაცილებით ძვირი უჯდებათ, ვიდრე - საქართველოში. ვფიქრობ, ჩვენი ქირურგია ამ ტექნოლოგიის დანერგვით განვითარებული ქვეყნების დონეზე დადგა. სხვათა შორის, რობოტული ქირურგია ერთი კლინიკის საქმე არაა, სტრატეგიული და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხია თუნდაც იმიტომ, რომ ჩვენი პაციენტები თანამედროვე ქირურგიული დახმარების მისაღებად თურქეთში, ისრაელსა და გერმანიაში არ გარბოდნენ. ჩვენი ფასები იმავე თურქეთის ფასებზე 3-4-ჯერ ნაკლებია. დარწმუნებული ვარ, სხვა კლინიკებშიც მალე გაჩნდება რობოტები, ვთვლი, რომ ეს იქნება დიდი ბიძგი ყველა კლინიკისთვის“, - ამბობს რობოტული ცენტრის ხელმძღვანელი გურამ ქარაზანაშვილი.

(R)

მიჰაუ კობოსკო - ვიმედოვნებთ, თქვენი მთავრობა აირჩევს ევროპულ, დემოკრატიულ გზას ან გადადგება მოქალაქეთა პროტესტის გათვალისწინებით
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2025
ავთანდილ წულაძე - ტრამპი ცდილობს ჩინეთს რესურსებით მდიდარი რუსეთი ჩამოაშოროს, ამიტომაცაა ტრამპი რუსეთთან დათმობებზე რომ მიდის
„ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები ბიძინა ივანიშვილს მიმართავენ
სიახლე PSP-სგან - პირველი ლოქერი ფარმაციაში
BDO Digital-მა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აღიარება მოიპოვა
დაპორტირდი სილქნეტის ქსელში და მიიღე 50% ფასდაკლება ულიმიტო პაკეტებზე
„თეთრმა კვადრატმა“ „მიცუბიშ ელექტრიკთან” თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
„მთავარი არხის“ დირექტორი, გიორგი ქურდაძე განცხადებას ავრცელებს