მზია ამაღლობელი პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს

„ბათუმელებისა“ და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელი მზია ამაღლობელი, მისი სურვილით, კლინიკა „ვივამედიდან“ პენიტენციურ დაწესებულებაში დააბრუნეს. ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ მისმა ადვოკატმა დაუდასტურა.

მანამდე, რამდენიმე საათის წინ საია-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ექიმების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, იგი 26 თებერვალს უნდა გადაეყვანათ პენიტენციურ დაწესებულებაში, თუმცა იმ დროისთვის, ის ჯერ კიდევ რჩებოდა სამედიცინო დაწესებულებაში, მიუხედავად იმისა, რომ სამედიცინო პერსონალმა იგი გაწერა. "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ინფორმაციით, მზია ამაღლობელი დაწესებულებაში გადაყვანას კატეგორიულად ითხოვდა.

მზია ამაღლობელმა შიმშილობა 18 თებერვალს შეწყვიტა. მზია ამაღლობელმა, რომელიც ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის ფაქტზე, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს, შიმშილობის შეწყვეტის გადაწყვეტილება 38-ე დღეს მიიღო. ის დაკავების მომენტიდან შიმშილობდა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ