კირ სტარმერი - „მშვიდობა უნდა მოვიგოთ“ - ეს არ შეიძლება იყოს მშვიდობა, რომელიც ასაჩუქრებს აგრესორს ან აქეზებს ირანის მსგავს რეჟიმებს, ისტორია მშვიდობისმყოფელის მხარეს უნდა იყოს, არა დამპყრობლის - ფსონები ძალიან მაღალია

მშვიდობა უნდა მოვიგოთ, ეს არ შეიძლება იყოს მშვიდობა, რომელიც ასაჩუქრებს აგრესორს, ისტორია მშვიდობისმყოფელის მხარეს უნდა იყოს, არა დამპყრობლის. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა ვაშინგტონში აშშ-ის პრეზიდენტ, დონალდ ტრამპთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

დიდი ბრიტანეთის პრემიერის თქმით, შეთანხმება უნდა იყოს ისეთი, რომელსაც აღნიშნავენ უკრაინაში და მსოფლიოში.

ამასთან, სტარმერის განცხადებით, ფსონები ძალიან მაღალია და მოკავშირეები ერთად იმუშავებენ, რათა კარგ შეთანხმებას მიაღწიონ.

მისივე თქმით, დონალდ ტრამპთან შეხვედრაზე განიხილეს გეგმა, რომ მიღწეულ იქნას შეთანხმება, რომელიც მკაცრი და სამართლიანი იქნება და რომლის ფორმირებაშიც უკრაინა დაეხმარება და რომელსაც ზურგს გაუმაგრებს ძალა, შეაჩეროს პუტინი "მეტისთვის დაბრუნებისგან".

“დღემდე გვერდში ვუდგავართ ერთმანეთს და ახლა ფოკუსირებულები ვართ, რომ მყარი დასასრული მოვუტანოთ უკრაინაში ბარბაროსულ ომს. ბატონო პრეზიდენტო, მივესალმები თქვენს ღრმა და პერსონალურ ჩართულობას, რომ მშვიდობა მოიტანოთ და მკვლელობები შეაჩეროთ. მომენტი შექმენით უდიდესი შესაძლებლობისთვის, რომ ისტორიულ სამშვიდობო შეთანხმებას მივაღწიოთ.

შეთანხმებას, რომელსაც ჩემი აზრით, აღნიშნავენ უკრაინაში და მსოფლიოს მასშტაბით. ეს არის მიზანი. მაგრამ ეს სწორად უნდა გავაკეთოთ. ცნობილი გამოთქმაა გაერთიანებულ სამეფოში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ - რომ "მშვიდობა უნდა მოვიგოთ". და ეს უნდა გავაკეთოთ ახლა, ვინაიდან, ეს არ შეიძლება იყოს მშვიდობა, რომელიც ასაჩუქრებს აგრესორს ან აქეზებს ირანის მსგავს რეჟიმებს. ვთანხმდებით, რომ ისტორია მშვიდობისმყოფელის მხარეს უნდა იყოს, არა დამპყრობლის.

ასე რომ, ფსონები ძალიან მაღალია და ერთად მუშაობას ვაპირებთ, რათა კარგ შეთანხმებას მივაღწიოთ. დღეს განვიხილეთ გეგმა, რომ მივაღწიოთ შეთანხმებას, რომელიც მკაცრი და სამართლიანი იქნება, რომლის ფორმირებაშიც უკრაინა დაგვეხმარება, რომელსაც ზურგს გაუმაგრებს ძალა შეაჩეროს პუტინი მეტისთვის დაბრუნებისგან,” - განაცხადა სტარმერმა.

სტარმერმა გაიმეორა, რომ ბრიტანეთი მზად არის, უკრაინაში ხმელეთზე ჯარისკაცების და ცაში თვითმფრინავების გასაგზავნად.

ასევე, სტარმერს ჰკითხეს, არის თუ არა ვლადიმერ პუტინი სანდო. სტარმერმა კი უპასუხა, რომ მისი შეხედულებები რუსეთის პრეზიდენტზე კარგად არის ცნობილი.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები