ურსულა ფონ დერ ლაიენი, ანტონიო კოშტა და რობერტა მეცოლა - არასდროს ხართ მარტო, ბატონო პრეზიდენტო ვოლოდიმირ ზელენსკი - გავაგრძელებთ თქვენთან მუშაობას სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობისთვის

ურსულა ფონ დერ ლაიენი, ანტონიო კოშტა და რობერტა მეცოლა - არასდროს ხართ მარტო, ბატონო პრეზიდენტო ვოლოდიმირ ზელენსკი - გავაგრძელებთ თქვენთან მუშაობას სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობისთვის

არასდროს ხართ მარტო, ბატონო პრეზიდენტო ვოლოდიმირ ზელენსკი, - ამის შესახებ იდენტურ განცხადებებს ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ანტონიო კოშტა და ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა X-ის საკუთარ გვერდებზე აქვეყნებენ.

„თქვენი ღირსება პატივს სცემს უკრაინელი ხალხის სიმამაცეს. იყავით ძლიერი, იყავით მამაცი, იყავით უშიშარი.

არასდროს ხართ მარტო, ბატონო პრეზიდენტო ვოლოდიმირ ზელენსკი.

გავაგრძელებთ თქვენთან მუშაობას სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობისთვის“, - წერენ ფონ დერ ლაიენი, კოშტა და რობერტა მეცოლა.