ვოლოდიმირ ზელენსკი - არ შემიძლია რუსეთზე უკრაინის პოზიციის შეცვლა, რუსები გვკლავენ, რუსეთი მტერია და ეს არის რეალობა - უსაფრთხოების გარანტიების გარეშე ცეცხლის შეწყვეტა უკრაინისთვის საშიშია

არ შემიძლია რუსეთზე უკრაინის პოზიციის შეცვლა, რუსები გვკლავენ, რუსეთი მტერია და ეს არის რეალობა, რომლის წინაშეც ვდგავართ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

„ძალიან მადლობლები ვართ შეერთებული შტატების დახმარებისთვის. მადლობელი ვარ პრეზიდენტი ტრამპის, კონგრესის ორპარტიული მხარდაჭერისთვის და ამერიკელი ხალხის. უკრაინელები ყოველთვის აფასებდნენ ამ მხარდაჭერას, განსაკუთრებით სრულმასშტაბიანი შემოჭრის სამი წლის განმავლობაში…

ჩვენთვის საკვანძოა გვქონდეს პრეზიდენტი ტრამპის მხარდაჭერა. მას ომის დასრულება სურს, მაგრამ ჩვენზე მეტად არავის არ სურს მშვიდობა. ჩვენ ვართ, ვინც უკრაინაში ამ ომში ვცხოვრობთ. ეს ბრძოლაა ჩვენი თავისუფლებისთვის, უბრალოდ ჩვენი გადარჩენისთვის…

ცეცხლის შეწყვეტა არ იმუშავებს პუტინთან. ბოლო 10 წლის განმავლობაში მან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმები 25-ჯერ დაარღვია. რეალური მშვიდობაა ერთადერთი გამოსავალი.

მზად ვართ იშვიათი ლითონების შესახებ შეთანხმებას მოვაწეროთ ხელი და ეს პირველი ნაბიჯი იქნება უსაფრთხოების გარანტიებისკენ. მაგრამ ეს საკმარისი არ არის, და მეტი გვჭირდება, ვიდრე უბრალოდ ეს. უსაფრთხოების გარანტიების გარეშე ცეცხლის შეწყვეტა საშიშია უკრაინისთვის. 3 წელია ვიბრძვით და უკრაინელმა ხალხმა უნდა იცოდეს, რომ ამერიკა ჩვენს მხარესაა.

რუსეთზე უკრაინის პოზიციის შეცვლა არ შემიძლია. რუსები გვკლავენ. რუსეთი მტერია, და ეს არის რეალობა, რომლის წინაშეც ვდგავართ. უკრაინას მშვიდობა სურს, მაგრამ ეს სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა უნდა იყოს. ამისთვის, მოლაპარაკების მაგიდასთან ძლიერები უნდა ვიყოთ. მშვიდობა მხოლოდ მაშინ შეიძლება დადგეს, როდესაც გვეცოდინება, რომ უსაფრთხოების გარანტიები გვაქვს, როდესაც ჩვენი ჯარი ძლიერია, და ჩვენი პარტნიორები ჩვენთან არიან,” - წერს ზელენსკი.

უკრაინის პრეზიდენტმა მსგავსი თეზისები 28 თებერვალს, თეთრ სახლში ვიზიტის შემდეგ ამერიკულ ტელეარხ Fox News-თან ინტერვიუში გააჟღერა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო