ნატო-ს გენერალური მდივანი - ზელენსკიმ გზა უნდა იპოვოს ტრამპთან ურთიერთობების აღდგენისთვის - ნამდვილად უნდა დავაფასოთ ტრამპი

ზელენსკიმ გზა უნდა იპოვოს ტრამპთან ურთიერთობების აღდგენისთვის, ნამდვილად უნდა დავაფასოთ ტრამპი, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ BBC-სთან საუბარში განაცხადა.

რუტემ აღნიშნა, რომ უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის 28 თებერვლის თეთრ სახლში ვიზიტის შემდეგ ის ორჯერ ესაუბრა მას.

ალიანსის გენერალური მდივნის თქმით, მას „არ შეუძლია იმის გამხელა, რაზე ისაუბრეს“, მაგრამ აღნიშნა, რომ ზელენსკის უთხრა, რომ „პატივისცემა უნდა გვქონდეს“ იმისთვის თუ რა გააკეთა ტრამპმა აქამდე უკრაინისთვის.

რუტეს თქმით, ზელენსკიმ უნდა „იპოვოს გზა“ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ურთიერთობების აღდგენისთვის.

ის ასევე აღნიშნავს, რომ ტრამპის პირველი ადმინისტრაციის დროს აშშ-მა მხარი დაუჭირა უკრაინისთვის ტანკსაწინააღმდეგო Javelin სისტემების მიყიდვას, რამაც საშუალება მისცა უკრაინას “წინააღმდეგობა გაეწია” რუსეთის ფართომასშტაბიანი შემოჭრის პირველ თვეებში.

“ნამდვილად უნდა დავაფასოთ ტრამპი“, - განაცხადა რუტემ.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო