დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომლითაც ინგლისური აშშ-ის ოფიციალურ ენად გამოცხადდა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომლითაც ინგლისური შეერთებული შტატების ოფიციალურ ენად არის აღიარებული.

დოკუმენტი თეთრი სახლის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

„ჩვენი რესპუბლიკის დაარსებიდან ინგლისური გამოიყენება, როგორც ჩვენი ეროვნული ენა. ჩვენი ერის ისტორიული მმართველობის დოკუმენტები, მათ შორის დამოუკიდებლობის დეკლარაცია და კონსტიტუცია, ინგლისურად არის დაწერილი. ამიტომ, უკვე დიდი ხანია, დადგა დრო, რომ ინგლისური გამოცხადდეს შეერთებული შტატების ოფიციალურ ენად“, - ნათქვამია ტრამპის განკარგულებაში.

დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ამერიკის საუკეთესო ინტერესშია, რომ ფედერალურმა მთავრობამ გამოაცხადოს მხოლოდ ერთი ოფიციალური ენა და რომ ინგლისურის ოფიციალურ ენად დამკვიდრება არა მხოლოდ გაამარტივებს კომუნიკაციას, არამედ გააძლიერებს საერთო ეროვნულ ღირებულებებს და შექმნის უფრო შეკრულ და ეფექტურ საზოგადოებას.

დონალდ ტრამპის განკარგულებით, სააგენტოების ხელმძღვანელებს არ მოეთხოვებათ შეცვალონ, წაშალონ ან სხვაგვარად შეაჩერონ დოკუმენტების, პროდუქტების ან სხვა სერვისების წარმოება, რომლებიც მომზადებული ან შეთავაზებულია ინგლისურის გარდა სხვა ენებზე.

ტრამპის ახალმა ბრძანებამ გააუქმა განკარგულება, რომელიც ამოქმედდა 1990-იან წლებში მაშინდელი პრეზიდენტის, ბილ კლინტონის დროს, რომელიც ფედერალური დაფინანსების მიმღებ სააგენტოებსა და ინსტიტუტებს ავალდებულებდა, დახმარება გაეწიათ არაინგლისურენოვანებისთვის.

NBC News-ი წერს, რომ ტრამპის ბრძანებით, აშშ-ს, ისტორიაში პირველად, ოფიციალური ენა ექნება, თუმცა შტატების უმრავლესობას ინგლისური, როგორც ოფიციალური ენა, უკვე გამოცხადებული აქვს. აშშ-ს აღწერის ბიუროს მონაცემებით, მიუხედავად იმისა, რომ ინგლისური ყველაზე ფართოდ გამოყენებული ენაა ქვეყანაში, აშშ-ს მაცხოვრებლები 350-ზე მეტ ენაზე ურთიერთობენ.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში