კირ სტარმერი - დღეს ისტორიის გზაჯვარედინზე ვართ, დროა, ვიმოქმედოთ და გავერთიანდეთ ახალი გეგმის გარშემო სამართლიანი და მტკიცე მშვიდობისთვის

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი აცხადებს, რომ დღევანდელ სამიტზე ლიდერები შეთანხმდნენ, მალე კვლავ გამართონ შეხვედრა, რათა „ ქმედებების მიღმა ტემპი შეინარჩუნონ“ და გააგრძელონ მუშაობა საერთო გეგმაზე.

„ჩვენ დღეს ისტორიის გზაჯვარედინზე ვართ“, - განახადა შეხვედრის შემდეგ ბრიტანეთის პრემიერმა და დასძინა: "ეს არ არის მეტი საუბრის მომენტი - დროა, ვიმოქმედოთ და გავერთიანდეთ ახალი გეგმის გარშემო სამართლიანი და მტკიცე მშვიდობისთვის”.

კერძოდ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და მოკავშირეები შეთანხმდნენ უკრაინაში ბრძოლის შეჩერების გეგმაზე - ეს გეგმა განიხილება შეერთებულ შტატებთან და ისინი ერთად გააგრძელებენ მუშაობას.

სამიტზე შეთანხმდნენ ოთხ პუნქტზე:

უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შენარჩუნება, კიევის ყოფნა ნებისმიერ სამშვიდობო მოლაპარაკებებზე, ევროპელი ლიდერების მიზანზე - უკრაინაში რუსეთის ნებისმიერი მომავალი შეჭრის შეკავებაზე, შეიქმნება კოალიცია უკრაინის დასაცავად და მშვიდობის უზრუნველსაყოფად.

გარდა ამისა, დიდი ბრიტანეთი უკრაინას მისცემს წვდომას 1,6 მილიარდ ფუნტზე (2,01 მილიარდი დოლარი) ახალი რაკეტების შესაძენად.

სტარმერმა თქვა, რომ ევროპამ უნდა იტვირთოს "მძიმე ტვირთი" ნებისმიერ სამშვიდობო შეთანხმებაში, მაგრამ შეთანხმებას აშშ-ს მხარდაჭერა დასჭირდება.

დიდი ბრიტანეთის პრემიერის თქმით, "მნიშვნელოვანია კონტინენტის მჭიდროდ მუშაობა აშშ-სთან".

კერძოდ, სტარმერს ჟურნალისტმა ჰკითხა, არის თუ არა საფრთხე, რომ დასავლეთი შეიძლება გაიყოს უკრაინის მხარდაჭერის გამო - ევროპასა და აშშ-ს ურთიერთობების კონტექსტში.

სტარმერის თქმით, ევროპა და აშშ ერთად უნდა დადგნენ და ევროპის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია, რომ კონტინენტი მჭიდროდ მუშაობდეს აშშ-სთან.

მისივე თქმით, აშშ საიმედო პარტნიორია.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები