ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინა მზად არის წიაღისეულის შეთანხმებას ხელი მოაწეროს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ წიაღისეულის შეთანხნებაზე ხელმოსაწერად მზად არის.

"თუ ჩვენ შევთანხმდით წიაღისეულის ხელშეკრულებაზე, ჩვენ მზად ვართ ხელი მოვაწეროთ მას.

შეთანხმება, რომელიც მაგიდაზეა, გაფორმდება, თუ მხარეები მზად იქნებიან“, - აღნიშნა ზელენსკიმ BBC-ის კითხვაზე.

ოვალურ კაბინეტში მომხდართან დაკავშირებით ზელენსკის ბოდიში არ მოუხდია, თუმცა განაცხადა, რომ რომ „არ იყო სწორი“ ასეთი მოლაპარაკებების სრულად ღიად გამართვა, რადგან „მტრებს შეუძლიათ ისარგებლონ“ მოკავშირეებს შორის არსებული უთანხმოებით.

ასევე ზელენსკიმ თქვა, რომ არ სურს ოვალურ კაბინეტში კამათზე საუბარი, სამაგიეროდ, ორიენტირებულია მომავალზე, "კონსტრუქციულ" მოლაპარაკებებზე გადასვლაზე.

”თუ ჩვენ ვიქნებით კონსტრუქციულები, დადებითი შედეგი დადგება" , - აღნიშნა მან.

მისი თქმით, არასოდეს უფიქრია ვინმეს „შეურაცხყოფა“ და ყოველთვის იყო ორიენტირებული ორპარტიულ მოლაპარაკებებზე აშშ-ში ყველა მხარესთან.

ასევე, ზელენსკის თქმით, არ სურს, რომ ომი ახალი კუთხით იყოს წარმოდგენილი, რომ "ომში ორი მხარეა და ბუნდოვანია ვინ არის აგრესორი“.

კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირს, როგორც მინიმუმ, სჭირდება სომხეთის კორიდორი, საქართველოში არსებული რისკების დასაბალანსებლად
ირაკლი მელაშვილი - ქართულ-ამერიკული ურთიერთობების დათბობის ვერანაირ სიმპტომებს ვერ ვხედავ, გარდა საქართველოს მთავრობის წევრთა და მათი პროპაგანდისტების განცხადებებისა, რომლებიც მათ ოცნებებს უფრო შეესაბამება, ვიდრე რეალობას
ქართული პრესის მიმოხილვა 04.05.2026
ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯი“ - როგორ გახდა პრემიუმ ხარისხის მკურნალობა საყოველთაო დაზღვევის ნაწილი
მიკრობანკი ემბისი ბაზარზე უნიკალური ანაბრით შემოდის - ყველაზე მაღალი სარგებელი, მოქნილი თარიღები და 100%-იანი დაზღვევა
რა შესაძლებლობებს გთავაზობთ SEU-ს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამა?
„წლების მანძილზე“ – „სილქნეტი“ და National Geographic - საქართველო „ქოლგას“ კვირეულის ფარგლებში ფოტოგამოფენას წარადგენენ