ვოლოდიმირ ზელენსკი - გვესმის ამერიკის მნიშვნელობა - არ ყოფილა დღე, როცა აშშ-ის მიმართ მადლიერება არ გვეგრძნო

ჩვენ ვხედავთ ევროპის მკაფიო მხარდაჭერას, კიდევ უფრო მეტ ერთიანობას, თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტ სურვილს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში გავრცელებულ მიმართვაში განაცხადა.

მისი თქმით, ყველა ერთიანია მთავარ საკითხზე, რომ მშვიდობა რომ იყოს რეალური.

„ჩვენ გვჭირდება უსაფრთხოების რეალური გარანტიები. ეს არის მთელი ევროპის - მთელი კონტინენტის პოზიცია. დიდი ბრიტანეთის, ევროკავშირის, თურქეთის“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ამასთან, მისი თქმით, უკრაინას ესმის შეერთებული შტატების მნიშვნელობა და მადლობელი იმ მხარდაჭერისთვის, რაც შეერთებული შტატებისგან მიიღო.

„რა თქმა უნდა, ჩვენ გვესმის ამერიკის მნიშვნელობა და მადლობელი ვართ ყველა იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც მივიღეთ შეერთებული შტატებისგან. არ ყოფილა დღე, როცა მადლიერება არ გვეგრძნო. ეს არის მადლიერება ჩვენი დამოუკიდებლობის შენარჩუნებისთვის - ჩვენი გამძლეობა უკრაინაში ეფუძნება იმას, რასაც ჩვენი პარტნიორები აკეთებენ ჩვენთვის - და საკუთარი უსაფრთხოებისთვის. ჩვენ გვჭირდება მშვიდობა და არა გაუთავებელი ომი. და ამიტომ ჩვენ ვამბობთ, რომ უსაფრთხოების გარანტიები არის ამის გასაღები“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები