მიხაელ გალერი - დონალდ ტრამპი კრემლის საუკეთესო მსახურია - პუტინმა თეთრი სახლი დაიკავა

დონალდ ტრამპი კრემლის საუკეთესო მსახურია. პუტინმა თეთრი სახლი დაიკავა, - ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი, მიხაელ გალერი დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას, უკრაინას სამხედრო დახმარება დაუპაუზოს.

„უკრაინისთვის უკვე შეთანხმებული სამხედრო მხარდაჭერის შეწყვეტა არის უპრეცედენტო ტოტალური თავდასხმა იმ ერზე, რომელიც იბრძვის გადარჩენისთვის. მე ვგმობ ასეთ ღალატს უმკაცრესად“, - წერს გალერი.

შეგახსენებთ, CNN-ი თეთრი სახლის წარმომადგენელზე დაყრდნობით იუწყება, რომ დონალდ ტრამპი უკრაინის სამხედრო დახმარებას აპაუზებს.

მურმან მარგველაშვილი - უნდა შევურიგდეთ იმას, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერს მომხმარებელი ანაზღაურებს, ეს არის ბუნებრივი და სწორი მიდგომა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა