„საქართველოს ბანკის“ ინიციატივით, ქუთაისში ქალი მეწარმეებისთვის ბიზნეს შეხვედრა „კონტენტის შექმნა“ გაიმართება

საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკის ინიციატივით, ბიზნეს 360°-ის ფარგლებში, ბიზნეს შეხვედრები გრძელდება ამჯერად, ქუთაისში, ქალი მეწარმეების გაძლიერების მიზნით, შეხვედრა-“კონტენტის შექმნა”, 5 მარტს ჩატარდება.

შეხვედრა 14 საათზე, ქუთაისი ინნ-ში გაიმართება.

შეხვედრაზე ესერთი კონტენტ სტუდიოს დამფუძნებლები ლიანა მეტრეველი და ირინა ბერიაშვილი მეწარმე ქალებს გაუზიარებენ ცოდნას თუ როგორ შექმნან კონტენტი ბიზნესისთვის. ასევე ისაუბრებენ ისეთ თემებზე, როგორიცაა: კონტენტის და პროდუქტის ფოტოგრაფია, მისი დაგეგმვა, სხვადასხვა თანამედროვე კრეატიულ მიდგომები, ტექნიკები და ხრიკები. გარდა ამისა, ვორკშოფის მიმდინარეობისას მის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, ადგილზე შეასრულონ დავალება, შექმნან კონტენტი მოცემული ვიზუალური დავალების და რეკვიზიტების მიხედვით.

ვორკშოფზე დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდულია და საჭიროა გაიაროთ წინასწარი რეგისტრაცია ბმულზე, 4 მარტის ჩათვლით.

“საქართველოს ბანკისთვის ქალი მეწარმეების მხარდაჭერა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, განსაკუთრებით კი რეგიონებში. ჩვენ კარგად გვესმის ბიზნესის მართვასთან დაკავშირებული სირთულეები, ამიტომაც აქტიურად ვიკვლევთ მათ საჭიროებებს და ვცდილობთ საუკეთესო შეთავაზებები მივაწოდოთ. სწორედ ამ მიზნით, ბიზნეს 360-ის ფარგლებში, შეხვედრების სერიებს ვაგრძელებთ, ამჯერად ქუთაისში. შეხვედრაზე ქალ მეწარმეებს შესაძლებლობა ექნებათ კონტენტის შექმნასთან დაკავშირებით საინტერესო ინფორმაცია მიიღონ, რაც სამომავლოდ მათ დაეხმარებათ საკუთარი სოციალური გვერდების კიდევ უფრო განვითარებასა და დახვეწაში. ჩვენ კი აქ არ ვჩერდებით და კვლავ აქტიურად ვგეგმავთ მსგავსი, მცირე და საშუალო ბიზნესის გაძლიერებისკენ მიმართული ინიციატივების განხორციელებას“,-აცხადებენ საქართველოს ბანკში.

ინფორმაციისთვის, ბიზნეს შეხვედრები ბიზნეს განათლებისა და ბიზნეს 360°-ის შემადგენელი ნაწილია. ბიზნეს 360° ციფრული პლატფორმაა, რომელიც ყველა იმ შესაძლებლობას აერთიანებს, რასაც საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ქმნის — იქნება ეს საგანმანათლებლო პროექტები, განვითარებაზე ორიენტირებული პროგრამები, შეთავაზებები თუ სხვა.

(R)

ემილ ავდალიანი - ახლო და საშუალოვადიან პერსპექტივაში ჰორმუზის სრუტის მეორეხარისხოვან მარშრუტად გადაქცევა პრაქტიკულად არარეალისტურია, ნაწილობრივ შემცირება, შესაძლებელია, მაგრამ არა სრულფასოვანი ჩანაცვლება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.08.2026
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა
Sol De Janeiro უკვე  ოფიციალურად საქართველოშია - ბრაზილიური ზაფხული, ნებისმიერი სეზონისთვის
Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცი სმარტფონების ინოვაციური ეპოქა - წინასწარი გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება