ნათია თურნავა მსოფლიო ბანკის ტექნიკური დახმარების პროგრამაზე - ჩვენი ამოცანაა, მოსახლეობისთვის ფინანსური სერვისების მიწოდების თვალსაზრისით, ბაზარზე ყველას თანაბარი შესაძლებლობა ჰქონდეს

საფინანსო სექტორში კონკურენციის ხელშეწყობის მიზნით, მსოფლიო ბანკი საქართველოს ეროვნულ ბანკს ტექნიკურ დახმარებას გაუწევს, რომლის ფარგლებშიც მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები საფინანსო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ და სებ-ის სხვადასხვა დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის სამდღიანი ვორკშოპი ჩაატარეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ნათია თურნავას განცხადებით, ფინანსური მომსახურების ინდუსტრიაში კონკურენცია საფინანსო სექტორის განვითარების მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ფაქტორია. ამასთან, აღნიშნა რომ ჯანსაღი კონკურენცია საფინანსო სექტორში ხელს უწყობს ეფექტურობის გაძლიერებასა და მომხმარებლისთვის უკეთესი პროდუქტების მიწოდებას, მეტ ინოვაციას, დაბალ ფასებსა და გაუმჯობესებულ საერთაშორისო კონკურენტუნარიანობას.

„ჩვენი საფინანსო ბაზარი კარგად არის განვითარებული, არის სტაბილური, მაგრამ ამავდროულად ბევრი ახალი მონაწილე შემოდის ბაზარზე. ჩვენ ლიცენზიებს გავცემთ ახალ ციფრულ ბანკებზე, ასევე ორი ახალი მიკრო ბანკი შემოემატა ბაზარს, არიან არასაბანკო მოთამაშეები - ვირტუალური აქტივის სერვისის მიმწოდებლები, ასევე საგადახდო სერვისის მიმწოდებლები. ჩვენი ამოცანაა, მოსახლეობისთვის ფინანსური სერვისების მიწოდების თვალსაზრისით, ბაზარზე ყველას თანაბარი შესაძლებლობა ჰქონდეს. საბოლოო ჯამში კონკურენცია გაზრდის საფინანსო პროდუქტების ხელმისაწვდომობას, შეამცირებს დანახარჯებს და მოსახლეობასაც უფრო მისაღებ პირობებში ექნებათ შესაძლებლობა ისარგებლონ ამ სერვისებით“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

თავის მხრივ, მსოფლიო ბანკის ფინანსური სექტორის მთავარმა ეკონომისტმა პიეტრო კალიჩემ ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანია კონკურენციას ფინანსური სტაბილურობის კონტექსტში ვუყუროთ, რაც სებ-ის მთავარი მანდატია.

„საქართველოს ეროვნული ბანკი პროაქტიულად უდგებოდა ფინანსურ სექტორში კონკურენციის კანონის აღსრულებას. ახლა კი მას შეუძლია არსებულ ძალისხმევას ექს-ანტე რეგულაციით კონკურენციის ხელშეწყობის უზრუნველყოფაც დაამატოს. ღია ბანკინგის ჩარჩო, ციფრული ფინანსების ჩარჩო, სწრაფი გადახდის სისტემები და სხვა ექს-ანტე რეგულირების მაგალითებია, რაც წაახალისებს კონკურენციას. ჩვენი ტექნიკური დახმარების მიზანია, რომ ეროვნულ ბანკს დავეხმაროთ რეგულაციებს უფრო სისტემურად მიუდგეს და გაითვალისწინოს წესებსა და რეგულაციებში განხორციელებული ცვლილებებისა თუ სიახლეების შესაძლო ზეგავლენა“, - აღნიშნა პიეტრო კალიჩემ.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2021 წლიდან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა მარეგულირებელი ჩარჩოს შემუშავებისა და კონკურენციის აღსრულების ექს-პოსტ (კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევაზე რეაგირების) მექანიზმების დანერგვის საქმეში.

„მსოფლიო ბანკის ტექნიკური დახმარება, რომელიც საფინანსო სექტორში კონკურენციის გაძლიერებას ისახავს მიზნად, ამჯერად ექს-ანტე აღსრულებაზეა ფოკუსირებული და სებ-ს იმ რეგულაციების გამოვლენაში გაუწევს დახმარებას, რომლებიც შესაძლოა ბაზრის დინამიკას აფერხებდნენ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში