პრემიერი - საზოგადოებას უნდა სიძულვილისგან დაცლილი სწორი ინფორმაციის მიღება - მხოლოდ ის რამდენიმე მედიასაშუალება დარდობს ცვლილებებზე, რომელსაც აქვს დაკვეთა, დათესონ სიძულვილი და სიცრუე

საზოგადოებას უნდა სიმშვიდე და რაც მთავარია, სიძულვილისგან დაცლილი სწორი ინფორმაციის მიღება მედიასაშუალებებისგან, ეს არის მთავარი მიზეზი, რატომაც საჭიროა „მედიის შესახებ" კანონის მიღება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს უზბეკეთში განუცხადა.

მისივე თქმით, საქართველოში კონკრეტული მედიასაშუალებები პოლარიზაციის მთავარ წყაროდ არიან ქცეულნი, რაც, მათ შორის, აღიარებულია ეუთო/ოდირის დასკვნებით და ეს არ შედის საზოგადოების ინტერესებში.

„სიძულვილისგან და სიცრუისგან უნდა იყოს დაცლილი ქართული მედია. ეს არის ჩვენი საზოგადოებისთვის ერთ-ერთი ეგზისტენციალური ამოცანა. თავიდან ბოლომდე ხელოვნურად თავსმოხვეულია ის სიძულვილი და სიცრუე, რასაც ვხედავთ ჩვენს ქვეყანაში და საზოგადოებაში. ამ მეთოდებს იყენებენ კონკრეტული ძალები ჩვენი საზოგადოების და ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. იმისათვის, რომ ასეთი რამ დასრულდეს, ან მინიმუმ შეიზღუდოს, საჭიროა შესაბამისი კანონების მიღება.

გადავხედოთ, ვინ დარდობს ამ კანონზე - ესენი არიან კონკრეტული ტელევიზიები, რომლებიც ემსახურებიან სიძულვილსა და სიცრუეს, გარე-დაკვეთების საფუძველზე. სხვას რატომ არ აღელვებს ეს ცვლილებები. არიან კონკრეტული ტელევიზიები, რომლებიც ემსახურებიან ჩვენს ქვეყანაში სიცრუის და სიძულვილის დათესვას, პოლარიზაციის გაღვივებას, რადიკალიზმს და მარტო ისინი დარდობენ, აქედან გამომდინარე, ყველაფერი კარგად ჩანს. რატომ არ აწუხებს სხვა ტელევიზიებს ის, რომ მათ არ შეეძლებათ სიძულვილის და სიცრუის ტირაჟირება, ალბათ იმიტომ, რომ ეს არ შედის მათ ინტერესებში. მაგრამ არიან კონკრეტული მედიასაშუალებები, რომლებსაც აქვთ ერთადერთი დაკვეთა - დათესონ სიძულვილი და სიცრუე, მაქსიმალურად, ჩვენს ქვეყანაში და მხოლოდ ისინი და მათი პოლიტიკური პარტიები დარდობენ. რაც შეეხება აღსრულებას, ყველაფერი იქნება ძალიან მარტივად. ყველას შეეძლება დააკვირდეს იმ გადაწყვეტილებებს, რომლებსაც შესაბამისი სახელმწიფო ორგანო მიიღებს. იმდენად მკაფიო კრიტერიუმებია განსაზღვრული დღეს მოქმედი კანონითაც, რომ აქ დიდი სივრცე ინტერპრეტაციისთვის არც არის დატოვებული, ეს ნორმები მანამდეც მოქმედებდა, უბრალოდ იყო არაეფექტური, ვინაიდან თვითრეგულირების სივრცეში ხვდებოდა შესაბამისი ნორმების აღსრულება. აქედან გამომდინარე, საერთოდ არ ხდებოდა მათი აღსრულება. თვითრეგულირებიდან ეს ყველაფერი გადავა რეგულირებაში, ანუ კონკრეტული სახელმწიფო ორგანო იქნება პასუხისმგებელი შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებაზე, დანარჩენს საზოგადოება დააკვირდება და საზოგადოება იმსჯელებს იმაზე, თუ რამდენად ობიექტურად მოქმედებს შესაბამისი სახელმწიფო ინსტიტუტი“, - აღნიშნა პრემიერმა.

ამასთან, სამშობლოს ღალატის მუხლის დამატების შესახებ ინიციატივაზე საუბრისას კობახიძემ აღნიშნა, „ღალატის შესახებ ჩანაწერის აღდგენა კანონმდებლობაში იმისთვის გვჭირდება, რომ კონკრეტულ ადამიანებს, მათ შორის, კოლექტიური „ნაცმოძრაობის" ლიდერებს უფრო მეტად შეეშინდებათ, მომავალში ჩაიდინონ სამშობლოს ღალატი“.

„ომის დაწყებამდე, ვიდრე სააკაშვილის რეჟიმი ომს დაიწყებდა, ერთი თვით ადრე დააინიცირეს შესაბამისი კანონპროექტი საქართველოს პარლამენტში და ომის დაწყებიდან დაახლოებით ერთ თვეში მიიღეს კანონი, რომელიც ითვალისწინებდა სისხლის სამართლის კოდექსიდან ღალატის შესახებ ჩანაწერის ამოღებას. ანუ, კონკრეტულ ძალებს ჰქონდათ დაგეგმილი ღალატი, ეს ღალატი ჩაიდინეს და ამისათვის ამოიღეს ღალატის შესახებ მუხლი, არა მხოლოდ სისხლის სამართლის კოდექსიდან, არამედ, საქართველოს კონსტიტუციიდანაც კი. ანუ, ეს იყო ჩვეულებრივი დაგეგმილი ღალატის ქრონიკა და საკანონმდებლო და საკონსტიტუციო ცვლილებებიც იყო ამისი შემადგენელი ნაწილი. ჩვენ იმისათვის გვჭირდება ღალატის შესახებ ჩანაწერის აღდგენა ჩვენს კანონმდებლობაში, რომ მაქსიმალურად მოხერხდეს ღალატის პრევენცია. სრულ პრევენციას ვერც ერთი კანონი ვერ უზრუნველყოფს, მაგრამ, კონკრეტულ ადამიანებს, მათ შორის, კოლექტიური „ნაცმოძრაობის" ლიდერებს უფრო მეტად შეეშინდებათ, მომავალში ჩაიდინონ სამშობლოს ღალატი. ეს არის ჩვენი ოპტიმისტური გათვლა", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში