პროკურატურა მზია ამაღლობელის პატიმრობაში დატოვებას ითხოვს

ბათუმის საქალაქო სასამართლო გამოცემა “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის მზია ამაღლობელის მიმართ აღკვეთის ღონისძიების საკითხზე მსჯელობენ.

გადაწყვეტილება მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა უნდა მიიღოს.

პროკურატურა მზია ამაღლობელის პატიმრობაში დატოვებას ითხოვს. მათი თქმით, არსებობს ბრალდებულის მიმალვის, მტკიცებულებების განადგურებისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე.

“მიმალვის საფრთხე არსებობს, ორი საფრთხეა, პატიმრობა პროპორციულია და ბრალდებული უნდა დარჩეს პატიმრობაში”, - მიმართა სასამართლოს პროკურორმა თორნიკე გოგეშვილმა.

“აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა - ძალაში უნდა დარჩეს”, - მიმართა კიდევ ერთმა პროკურორმა შოთა ჩხაიძემ სასამართლოს.

მზია ამაღლობელის ადვოკატი, მაია მწარიაშვილი მიიჩნევს, რომ გამოცემა “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელი მზია ამაღლობელი უკანონო პატიმრობაში იმყოფება.

“ბრალდებამ ამ წუთას ისაუბრა აღკვეთის ღონისძიებაზე, ორად ორ გარემოებაზე: მტკიცებულებების განადგურების და ახალი დანაშაულის საფრთხეზე, ახალი დანაშაულის საფრთხე ეყრდნობოდა იმ მტკიცებულებებს, კერძოდ მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული წესით დაკავებას, ის კადრი ნანახი აქვს საერთაშორისო ორგანიზაციებს, სადაც გრიგოლ ბესელია აკავებს ადმინისტრაციული წესით. ახალ დანაშაულის ჩადენა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას არ უკავშირდება. ვიდეო კადრებში ჩანს, სადაც ადამიანს აკავებს. ბრალდებამ მიამატა მიმალვის საფრთხე, ამაზე პრევენციის უამრავი ღონისძიება არსებობს. პატიმრობა უკანონოა, მზია ამაღლობელის პატიმრობა ყოველგვარი მინიმალური სტანდარტს მიღმაა, მზია ამაღლობელს არ ჩაუდენია პოლიციელზე თავდასხმა. მარცხენა ხელით გაწნული სილა არ არის თავდასხმა პოლიციელზე. რა გარემოებებს ეყრდნობა, რომ მზია ამაღლობელი მიიმალება? ახალ დანაშაულს ჩაიდენს? რა ვარაუდს ეყრდნობა?”,- აღნიშნა ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე