ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ს სამხედრო დახმარების დაპაუზებაზე -  თავდაცვის მინისტრს, სადაზვერვო სამსახურების ხელმძღვანელებს, დიპლომატებს დავავალე, დაუკავშირდნენ  კოლეგებს  შტატებში და ოფიციალური ინფორმაცია მიიღონ

უკრაინის ­პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ მან სთხოვა უკრაინელ ოფიციალურ პირებს დაუკავშირდნენ ამერიკელ კოლეგებს სამხედრო დახმარების დაპაუზების შესახებ ოფიციალური ინფორმაციის მისაღებად.

“უკრაინის თავდაცვის მინისტრს, ჩვენი სადაზვერვო სამსახურების ხელმძღვანელებს, დიპლომატებს დავავალე დაუკავშირდნენ თავიანთ კოლეგებს ამერიკის შეერთებულ შტატებში და ოფიციალური ინფორმაცია მიიღონ. ხალხი არ უნდა ვარაუდობდეს. უკრაინა და ამერიკა პატივისცემით სავსე დიალოგს, ერთმანეთის მკაფიო პოზიციებს იმსახურებენ. განსაკუთრებით, როდესაც საუბარი ფართომასშტაბიანი ომის დროს სიცოცხლის დაცვაზეა”, - განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკის თქმით, უკრაინის სამსახურებმა პარტნიორების დახმარებით მოასწრეს სამოქმედო ალგორითმების შემუშავება ნებისმიერ ვითარებაში.

“იყო ჰუმანიტარული დახმარების შეჩერება, ენერგეტიკულის. ასევე უკვე ყოფილა სამხედრო დახმარების შეჩერებაც - იანვრის ბოლოს, მაგრამ მაშინ სწრაფად მოხერხდა ყველაფრის აღდგენა. ჩვენ ვხედავდით რისკებს… ახლა 2022 წელი არ არის. ახლა ჩვენი მედეგობა უფრო მაღალია. გვაქვს თავდაცვის საშუალებები. მაგრამ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამერიკასთან ნორმალური, პარტნიორული ურთიერთობები ომის რეალურად დასასრულებლად. ჩვენგან არავის არ სურს უსასრულო ომი”, - განაცხადა ზელენსკიმ.

ვიდეომიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა ასევე კომენტარი გააკეთა ევროკომისიის “ევროპის გადაიარაღების” გეგმაზე, რომელიც ევროპას თავდაცვის ხარჯების დაახლოებით 800 მილიარდი ევროს მობილიზების საშუალებას მისცემს და უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერებაში დაეხმარება.

“არის ძალიან მნიშვნელოვანი ამბები ევროკომისიიდან ევროპის დაცვაზე მნიშვნელოვან სახსრებთან დაკავშირებით. ჩვენთვის ეს უპირველეს ყოვლისა დამატებითი საჰაერო თავდაცვაა - დამატებითი სისტემები, დამატებითი რაკეტები, დამატებითი შესაძლებლობა ჩვენი ქალაქებისა და სოფლების, ჩვენი პოზიციების დასაცავად. და ეს ყველაფერი კარგ დამატებით საფუძველს ქმნის ომის დასასრულებლად მუშაობისთვის”, - განაცხადა ზელენსკიმ.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში