ევროპარლამენტარი ტიერი მარიანი - ვფიქრობ, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტს ან პოლიტიკოსს, რომელიც სანქცირებულია, შეუძლია ტალინში წასვლის გარეშეც იცხოვროს

საქართველო ევროპული ცივილიზაციის ნაწილია. ამაში ეჭვი არავის ეპარება. გახდება თუ არა საქართველო ევროკავშირის წევრი? გულწრფელად რომ გითხრათ, ვფიქრობ, ევროკავშირში საქართველოს ადგილი არის. თუმცა, ამავდროულად, დაცული უნდა იყოს საქართველოს ინტერესებიც. ვფიქრობ, ამჟამად საქართველო გეოგრაფიულად ძალიან რთული მდგომარეობაშია. თქვენ გაქვთ თქვენი ადგილი ევროპულ ოჯახში, მაგრამ ოჯახში ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ყველა წევრის არჩევანს. - ამის შესახებ ფრანგმა ევროპარლამენტარმა ტიერი მარიანიმ ბრიუსელში „ინტერპრესნიუსის“ სპეციალურ კორესპონდენტს განუცხადა.

ევროპარლამენტარის თქმით, ის არ იზიარებს ოფიციალური ბრიუსელის პოზიციას, რომელიც ევროკავშირის წევრ და კანდიდატ ქვეყნებს გარკვეული გადაწყვეტილებების მიღებას აიძულებს.

„მე რაშიც არ ვეთანხმები ბრიუსელს არის ის, რომ ბრიუსელს არ უნდა გასცემდეს ბრძანებებს წევრი ქვეყნებისთვის, როგორც ამას ერთ დროს მოსკოვი აკეთებდა, თუნდაც ეს ეწინააღმდეგებოდეს ეროვნულ ინტერესებს. ვფიქრობ დღევანდელ ევროპარლამენტს ძალიან უცნაური შეხედულებები აქვს. ისინი ფიქრობენ, რომ მითითებები, რომლებსაც გასცემს ევროკომისია ყველა ქვეყანამ უნდა შეასრულოს. ასე ხდებოდა საბჭოთა კავშირში.

2022 წლის ივლისში ვიყავი საქართველოში მისიაში. მახსოვს ორი შეხვედრა. პირველი, ეს იყო შეხვედრა ყოფილ პრეზიდენტთან, ქალბატონ ზურაბიშვილთან. ევროკავშირის დელეგაციამ, რომელსაც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის პრეზიდენტი ხელმძღვანელობდა, თქვა, რომ თქვენ უნდა დააწესოთ სანქციები რუსეთის წინააღმდეგ. საქართველოს პრეზიდენტმა თქვა, დიახ, მე მზად ვარ სანქციები დავაწესო რუსეთის წინააღმდეგ. ამის შემდეგ შევხვდით პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის წევრებს. მათ თქვეს, რომ საქართველოს აქვს განსხვავებული გეოგრაფიული სიტუაცია და რუსეთთან ურთიერთობის გაწყვეტა შეუძლებელია. ამიტომ ვფიქრობ, რომ თქვენ უნდა იყოთ ევროკავშირში, მაგრამ ევროკავშირმა პატივი უნდა სცეს ერის ინტერესებს. როდესაც წარმოადგენთ სახელმწიფოს თურქეთსა და რუსეთს შორის, მათთან განსხვავებული ურთიერთობაა საჭირო.“- განაცხადა მან.

რაც შეეხება, ბალტიის ქვეყნების მიერ საქართველოს ხელისუფლების ნაწილის მიმართ სანქციების დაწესებას, ტიერი მარიანი მიიჩნევს, რომ სიტუაციის გამწვავების ნაცვლად, აღნიშნული ქვეყნები საქართველოს გამოსავლის მონახვაში უნდა დაეხმარონ.

“ეს გადაწყვეტილება ჩემთვის შოკისმომგვრელი იყო. ძალიან შოკირებული ვარ. ბალტიის ქვეყნები ამ შემთხვევაში პატივს არ სცემენ დემოკრატიას. თუ მათ ნამდვილად სურთ საქართველოს დახმარება, სჯობს მას გამოსავლის მონახვაში დაეხმარონ. საჭიროა მეტი თანამშრომლობა და არა სანქციების დაწესება. ვფიქრობ, რომ თქვენი პრემიერ-მინისტრს ან თქვენს პრეზიდენტს ან პოლიტიკოსს, რომელიც სანქცირებულია, შეუძლია ტალინში წასვლის გარეშეც იცხოვროს“, - განაცხადა ევროპარლამენტარმა.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს