Sky News - აშშ-ს მიერ უკრაინასთან სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება სრულად არ შეჩერებულა

აშშ-მა უკრაინასთან სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება შეაჩერა, რომელიც კიევს რუსეთის ტერიტორიაზე სამიზნეების დაბომბვაში დაეხმარებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული ტელეარხი Sky News უკრაინულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროს თქმით, ამერიკელების მიერ უკრაინებთან სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება სრულად არ შეჩერებულა. წყარომ შეჩერებას “არჩევითი” უწოდა და აღნიშნა, რომ აშშ უკრაინასთან აგრძელებს ისეთი სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებას, რომელიც შესაძლებელია გამოყენებულ იქნას უკრაინის რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე სამიზნეების დასაბომბად.

კითხვაზე, სიმართლეა თუ არა, რომ აშშ-მა უკრაინასთან სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება შეაჩერა, წყარომ აღნიშნა: “სამწუხაროდ, კი, მაგრამ სრულად არა. შერჩევითია. რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ზიანის შესაძლებლობაზე”.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო