ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინისა და აშშ-ის გუნდებმა დაიწყეს შეხვედრაზე მუშაობა, არის დადებითი მოძრაობა - მომდევნო კვირას პირველი შედეგების იმედი გვაქვს

აშშ-სთან დადებითი მოძრაობა არის, დავიწყეთ შეხვედრაზე მუშაობა, მომდევნო კვირას გვაქვს პირველი შედეგების იმედი. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

ზელენსკის თქმით, უკრაინას აქვს პარტნიორების მხარდაჭერის იმედი.

“დღეს ჩვენმა გუნდებმა - უკრაინა და შეერთებული შტატები - დაიწყეს შეხვედრაზე მუშაობა. ანდრეი ერმაკმა და მაიკლ უოლცმა ისაუბრეს, არის დადებითი მოძრაობა. მომდევნო კვირას გვაქვს პირველი შედეგების იმედი.

ასევე უნდა განვაახლოთ მოძრაობა ევროპულ მიმართულებაზე, იმაზე, რაც ჩვენს ევროინტეგრაციას ეხება, კონკრეტულად კი გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების პროცესს. გვაქვს ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერის იმედი”, - განაცხადა ზელენსკიმ.

ცნობისთვის, მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველმა, მაიკ უოლცმა და უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა სატელეფონო საუბარი გამართეს. უოლცმა აღნიშნა, რომ უკრაინასა და აშშ-ის შორის მოლაპარაკებების ახალი რაუნდი მზადდება, რაც ერმაკმაც დაადასტურა და აღნიშნა, რომ “ახლო მომავალში ჩვენს გუნდებს შორის შეხვედრა ჩავნიშნეთ”.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო