რუსებმა კრივი-რიჰს დაარტყეს, არიან დაღუპულები და დაშავებულები

რუსებმა კრივი-რიჰს დაარტყეს, არიან დაღუპულები და დაშავებულები

რუსულმა ძალებმა უკრაინის ქალაქ სარაკეტო შეტევა განახორციელა, რის შედეგადაც სამოქალაქო ინფრასტრუქტურა დაზიანდა და ადამიანები დაიღუპნენ და დაშავდნენ, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, რუსული რაკეტა ხუთსართულიან სასტუმროს მოხვდა, რამაც ხანძარი გამოიწვია.

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დაღუპულია ორი ადამიანი და დაშავებულია 28. დაშავებულებს შორის ერთი ბავშვია.