შსს - „კრაბ კოფის“ თანამშრომლებს კონფლიქტი მოუვიდათ მაღაზიაში მყოფ პირთან, რაც შემდეგ გარეთ სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა - გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო

„კრაბ კოფის“ თანამშრომლებსა და მაღაზიაში მყოფ პირს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

როგორც უწყებაში აცხადებენ, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

„თბილისში, ერთ-ერთ უბანში, „კრაბ კოფის“ თანამშრომლებს კონფლიქტი მოუვიდათ მაღაზიაში მყოფ პირთან, რაც შემდგომში მაღაზიის გარეთ სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. სამართალდამცველებმა მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყეს, რაც ძალადობას გულისხმობს“, - აცხადებენ შსს-ში.

ცნობისთვის, „კრაბ კოფის“ ერთ-ერთი მეპატრონის, ქრისტი პირველის ინფორმაციით, მაღაზიის დამფუძნებლებს, რომლებიც აქციის მონაწილეებს ყავით უმასპინძლდებოდნენ, თავს დაესხნენ. „მეგობრებო, სამწუხაროდ დღეს „კრაბ კოფი“ არ იქნება. მე და ბარბის თავს დაგვესხნენ უბანში, გამოკითხვაზე ვართ ახლა. ბარბის ცხვირი აქვს გატეხილი, მე შედარებით კარგად ვარ", - წერს ქრისტი პირველი ჯგუფ „დაიტოვეში“.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს