Reuters - დონალდ ტრამპი 240 000 უკრაინელისთვის ლეგალური სტატუსის გაუქმებას გეგმავს

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია გეგმავს, 240 000 უკრაინელს, რომლებმაც ქვეყანა რუსეთთან კონფლიქტის გამო დატოვეს, დროებითი ლეგალური სტატუსი გაუუქმოს, - ინფორმაციას Reuters-ი საკითხზე ინფორმირებულ სამ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ეს ნაბიჯი პოტენციურად დააჩქარებს უკრაინელების აშშ-დან დეპორტაციას.

Reuters-ი წერს, რომ აღნიშნული ზომა, რომლის განხორციელებაც აპრილშია მოსალოდნელი, განსაცვიფრებელი შებრუნება იქნება იმ სტუმართმოყვარეობისგან, რაც ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინელების მიმართ გამოიჩინა.

გამოცემის წყაროების ცნობით, უკრაინელების დაცვაზე უარის თქმა ჯერ კიდევ მანამდე იგეგმებოდა, სანამ ტრამპი თეთრ სახლში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის საჯაროდ დაუპირისპირდებოდა. Reuters-ის წყაროები განმარტავენ, რომ ეს გეგმა არის ტრამპის ადმინისტრაციის უფრო ფართო ძალისხმევის ნაწილი, ლეგალური სტატუსი გაუუქმოს 1.8 მილიონზე მეტ მიგრანტს, რომლებსაც შეერთებულ შტატებში შესვლის უფლება ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს დაწყებული დროებითი ბინადრობის ნებართვის ჰუმანიტარული პროგრამების ფარგლებში მიეცათ.

Reuters-ი წერს, რომ მიგრანტებს, რომლებსაც დროებითი ბინადრობის ნებართვის სტატუსი ჩამოერთმევათ, შესაძლოა დაჩქარებული დეპორტაციის პროცედურები დაემუქროთ.

გამოცემის ინფორმაციით, 240 000 უკრაინელის და 530 000 კუბელის, ჰაიტიელის, ნიკარაგუელისა და ვენესუელელის გარდა, ბაიდენის ჰუმანიტარული პროგრამები მოიცავს 70 000-ზე მეტ ავღანელს, რომლებმაც თავიანთი ქვეყანა „თალიბების“ მიერ ძალაუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ დატოვეს.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა