საჯარო მეტყველების კონკურსის მეორე ტურის გამარჯვებულები ცნობილია - პროექტის გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი

­ნიჭიერი და მიზანდასახული ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შესაქმნელად, საქართველოს ბანკი ინიციატივების განხორციელებას განაგრძობს.

სწორედ ამ მიზნით, ახლახან საჯარო მეტყველების კონკურსის მეორე ტური საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა 24-მა ახალგაზრდამ მიიღო და სიტყვით ჟიურის წინაშე წარსდგა.

პირველ ეტაპზე მათ სიტყვით გამოსვლა მოამზადეს თემაზე “Unity, to be real, must stand the severest strain without breaking” (“ნამდვილი ერთობა მაშინ შედგება, თუ უმძიმეს წნეხს გაუძლებს და არ გატყდება”). შემდეგ კი ექსპრომტად 3 სხვადასხვა თემის სათაური დაურიგდათ - “Sports as the tool of the policy” („სპორტი, როგორც პოლიტიკის ინსტრუმენტი“), “Freedom” („თავისუფლება“), “Is technology making us more connected or more isolated?” („უფრო გვაახლოებს თუ უფრო იზოლირებულს გვხდის ტექნოლოგიები?“), მონაწილეებს 15 წუთი ჰქონდათ, რათა აღნიშნულ თემაზე 3 წუთიანი გამოსვლა მოემზადებინათ და ჟიურის წინაშე წარედგინათ.

ჟიურის გადაწყვეტილებით, ფინალურ, მესამე ეტაპზე 11 ახალგაზრდა გადავიდა.

ფინალური ტური 25 მარტს, 14:00 საათზე, ბრიტანულ-ქართული კულტურის ცენტრში გაიმართება.

მესამე ეტაპზე ჟიური სამ საუკეთესო მონაწილეს შეარჩევს, რომლებსაც სხვადასხვა პრიზები გადაეცემათ. მათგან პირველ ადგილზე გასული კი ლონდონში, საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრება.

კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.

ინფორმაციისთვის, აღნიშნული პროექტი საქართველოში ინგლისურ ენაზე მოლაპარაკეთა კავშირის მიერ ხორციელდება და მასში მონაწილეობას 16-20 წლამდე ასაკის ახალგაზრდები იღებენ. ინგლისურ ენაზე მოლაპარაკეთა კავშირი 1918 წელს დიდ ბრიტანეთში დაარსდა, მისი მთავარი მიზანია ინგლისური ენის საშუალებით ხალხთა შორის მეგობრობისა და ურთიერთგაგების განმტკიცება. საერთაშორისო კონკურსი საჯარო მეტყველებაში ESU-ს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პროგრამაა. საქართველოში ეს პროექტი 1998 წლიდან ხორციელდება. დღესდღეობით კონკურსში მონაწილე ქვეყნების რაოდენობა 60-ს ითვლის, ხოლო მონაწილეთა რიცხვი კი 1 000 000-ს აღწევს. პროექტის ფინანსური მხარდაჭერა საქართველოს ბანკმა 2012 წლიდან დაიწყო.

ახალგაზრდების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს ბანკის CSR მიმართულებისთვის უკვე 5 წელზე მეტია განათლება პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ბანკი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს, რითაც 500 000-ზე მეტი მოსწავლისთვის, სტუდენტისა და ახალგაზრდა პროფესიონალისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობას. ბანკის CSR მიმართულების პორტფელი მოიცავს ისეთ საგანმანათლებლო პროექტებს, როგორებიც არის: საქართველოს ბანკის სტიპენდიები; გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია; დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და გერმანიაში სწავლის სრული დაფინანსება; იდეათეკები - საქართველოს ბანკის ბიბლიოთეკების პროექტი; საქართველოს ბანკისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი - STEM სკოლა; საქართველოს ბანკის ოლიმპიადები მოსწავლეებისთვის: STEM ოლიმპიადა, ეკონომიკის ოლიმპიადა, Kings-ის ფინანსური განათლების ოლიმპიადა, ევერესტი. ამასთან, საჯარო მეტყველების კონკურსი, და სხვა.

საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს ganatleba.bog.ge

(R)

სტეპან გრიგორიანი - პრორუსული ოპოზიცია ფაშინიანს იმაში ადანაშაულებს, რომ ევროპა სომხეთის საშინაო საქმეებში ერევა, ევროპა სომხეთში იმ პოლიტიკურ ძალას უჭერს მხარს, რომელსაც სომხეთში მეტი დემოკრატია და ქვეყნის თავისუფლება უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.05.2026
კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირს, როგორც მინიმუმ, სჭირდება სომხეთის კორიდორი, საქართველოში არსებული რისკების დასაბალანსებლად
ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯი“ - როგორ გახდა პრემიუმ ხარისხის მკურნალობა საყოველთაო დაზღვევის ნაწილი
მიკრობანკი ემბისი ბაზარზე უნიკალური ანაბრით შემოდის - ყველაზე მაღალი სარგებელი, მოქნილი თარიღები და 100%-იანი დაზღვევა
რა შესაძლებლობებს გთავაზობთ SEU-ს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამა?
„წლების მანძილზე“ – „სილქნეტი“ და National Geographic - საქართველო „ქოლგას“ კვირეულის ფარგლებში ფოტოგამოფენას წარადგენენ