საპროტესტო აქციაზე დაკავებული ნიკოლოზ ჯავახიშვილი - ჩემი მიმალვის საფრთხე არ არსებობს

პროკურორებს მივმართავ, ჩემი მიმალვის საფრთხე არანაირად არ არსებობს , - ამ სიტყვებით ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულმა 20 წლის ნიკოლოზ ჯავახიშვილმა მისი საქმის პროკურორებს, ვაჟა თოდუასა და ვახტანგ ცალუღელაშვილს მიმართა.

ბრალდებულის განმარტებით, მას მიმალვა მიზნად რომ ჰქონოდა, დაკავებამდე მიიმალებოდა.

"პროკურორებს მივამართავ, ჩემი მიმალვის საფრთხე არანაირად არ არსებობს. დიდი სიყვარულით მოვიკითხავ ჩემს ოჯახს, მამაჩემს და დედაჩემს. საღამოს, 20:00 საათზე, მამამ დამირეკა, სახლში მოსულები არიანო, ამ ყველაფრის საქმის კურსში ვიყავი. ღამის 2:00 საათზე უნდა წავსულიყავი სამსახურში, მუსიკოსი ვარ. მე მქონდა შესაძლებლობა, ხომ ვიცოდი, რომ მომძებნიდნენ, შემეძლო წავსულიყავი თუნდაც, ქალაქგარეთ, ან მეგობართან, ამის მაგივრად, სახლში დავრჩი. სახლში მომაკითხეს და დამაკავეს",- განაცხადა ნიკოლოზ ჯავახიშვილმა.

მისმა ადვოკატმა ელგუჯა ავსაჯანიშვილმა მოსამართლეს დაკავებულის 30 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობით მიმართა.

ამასთან, ავსაჯანიშვილმა სასამართლოს ჯავახიშვილის მიმართ შემზღუდავი ღონისძიებების გამოყენება, მათ შორის, ელექტრონული მონიტორინგის დაწესება შესთავაზა.

ასევე, ადვოკატმა ბრალდებულის ასაკზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მას ბრალდებულმა უთხრა, "მეშინია რომ იქ [ციხეში] დავავადდები, რადგან ჰაერი არ არისო".

ცნობისთვის, საპროტესტო აქციებზე დაკავებულებიდან სამს - ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ბრალდებულებიდან ხუთს - გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა