ზვიად ცეცხლაძე ბრალდებას - როდესაც ამბობთ, რომ ჩვენ უსამართლობისკენ ვართ მიდრეკილი, ბიოგრაფიები ამაზე არ მიუთითებს, გავიწყდებათ, რომ არცერთი არ ვართ ნასამართლევი, არავინ არსად გავქცეულვართ

არ არსებობდა შეთანხმება და ორგანიზება, წინასწარ განზრახული არაფერი არ იყო. მაშინ მთლიან აქციას უნდა გვედავებოდეთ ერთსა და იმავეს, - ამის შესახებ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით დაკავებულმა, ზვიად ცეცხლაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

ზვიად ცეცხლაძის თქმით, მსგავსი საქმე, რასაც მას ედავებიან, აქციაზე მყოფი 20 000 ადამიანიდან, ნებისმიერზე შეიძლება “შეკრან”.

„პრეცედენტული იქნება ეს პროცესები. ეს სასამართლო მომავალში იქცევა “ქეისად”. დაცვისა თუ ბრალდების მხრიდან ნებისმიერი ქმედება ეს იქნება სამაგალითო შემდეგი თაობისთვის.

ბრალდების მხარეს მინდა მივმართო, არაა, აუცილებელი ერთმანეთს იცნობდნენო. მუხლი, რომელსაც მედავებიან, გულისხმობს ძალადობრივი ჯგუფის ორგანიზებას. როდესაც საუბარია ჯგუფზე, შეუძლებელია მასში მყოფი ადამიანები არ იყვნენ ერთმანეთთან იმდენად დაკავშირებული, რომ მათ შორის მინიმუმ ნაცნობობა არ არსებობდეს. თუ საუბარია იმაზე, რომ არ უნდა ვიცნობდეთ ერთმანეთს, შეიძლება არსებობდეს ბრალდება, რომ ჩვენ რაღაც დავაშავეთ, მაგრამ თუ თქვენ იმას ამბობთ, რომ ჩვენ ერთმანეთს არ ვიცნობთ, მაშინ ამ დანაშაულებს ჯგუფის სახით კი არ უნდა გვედავებოდეთ, ინდივიდუალური სახე უნდა ჰქონდეს. თუ ვსაუბრობთ ჯგუფზე, მინიმუმ ფსიქოლოგიური განზრახვა უნდა არსებობდეს იმისა, რომ ერთად რაღაც კონკრეტულ შედეგს მივაღწიოთ.

ბრალდების მხარე ამბობს, რომ ეს არის ჯგუფური, პლუს ამბობს, რომ არ არის აუცილებელი ჩვენს შორის იყოს რაიმე მკაფიო ნაცნობობა ან თანაორგანიზება, მაშინ ნებისმიერ ადამიანზე, ვინც იმ დღეს აქციაზე იყო, შეგიძლიათ შეკრათ ასეთი საქმე. გამოდის, რომ 20 ათასი ადამიანი არის ძალადობრივი ჯგუფური ქმედების თანამონაწილე. ახსენეთ ბარიკადები, ბარიკადები ნამდვილად გაკეთდა, ჩემი აზრით, ეს იყო თავდაცვის მიზნით, მაგრამ ნამდვილად გაკეთდა. ბარიკადების შექმნაში ათასობით ადამიანს შეჰქონდა თავისი წვლილი. არ არსებობდა შეთანხმება და ორგანიზება, წინასწარ განზრახული არაფერი არ იყო. მაშინ მთლიან აქციას უნდა გვედავებოდეთ ერთსა და იმავეს.

ბრალდების მხარე ვერ ადასტურებს, რომ ადგილზე გაცნობის საშუალება არსებობდა ან სადმე ერთად თანავარსებობდით. ამის გარეშე კი ფიზიკურად შეუძლებელი ორგანიზებული სახე ჰქონოდა.

მიმალვის საფრთხეზე როცა ილაპარაკეთ, არგუმენტად მოიყვანეთ, რომ მძიმეა მუხლი და არის საფრთხე რომ მივიმალოთ, მაგრამ თქვენ გავიწყდებათ, რომ არცერთი არ ვართ ნასამართლევი და სპეკულირებთ, რომ ბრალდებას გვდებთ, რომ ჩვენ ეს ჩავიდინეთ. გავიწყდებათ უდანაშაულობის პრეზუმფცია. სასამართლო სანამ ჩაქუჩს არ დაარტყამს, სასამართლოსთვისაც კი უდანაშაულოები ვართ. როდესაც ამბობთ, რომ ჩვენ უსამართლობისკენ ვართ მიდრეკილი. ინდივიდუალური ბიოგრაფიები ამაზე არ მიუთითებს. გაქცევის საფუძველზე როცა საუბრობთ, არავინ არსად გავქცეულვართ. არსებობს ალტერნატიული შემაკავებელი საშუალებები.

ჩემს მაგალითს მოგიყვანთ. როცა უკრაინაში ვიყავი არსებობდა საფრთხე, რომ თუ ჩამოვიდოდი დამაკავებდნენ. მე იქ გავაკეთე რაციონალური არჩევანი“, - განაცხადა ცეცხლაძემ.

გია ხუხაშვილი - ძალადობრივი მოქმედების ტრენდს  ხელისუფლება ამკვიდრებს, საზოგადოება ცდილობს ამისგან თავი დაიცვას და შემდეგ ამას ისევ ხელისუფალი უწოდებს ძალადობას, ასეთია ჩვენში დამკვიდრებული ძალადობის ანატომია
ქართული პრესის მიმოხილვა 29.06.2026
FX Hub by Foresight - ფორსაით ჯგუფმა კონვერტაციების ახალი პლატფორმა შექმნა
20 ივნისის სეტყვით გამოწვეული ზიანი „თიბისი დაზღვევაში“ 4 მლნ ლარს აღემატება
ახალი სიტყვა ელექტრომობილების ინდუსტრიაში - Lexus RZ-ს უკვე საქართველოშია
PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში - თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო
ზოგჯერ შიში მხოლოდ ხმაა — როგორ აქცია „ბლიც დენტალმა“ სტომატოლოგიური ხმები მუსიკად
„მეტროპოლი“ 1 წლამდე ასაკის ბავშვების მშობლებს ქავთარაძის პროექტში ბინას სპეციალური პირობებით სთავაზობს
ბრიტანულ-ქართულ აკადემიას საერთაშორისო სკოლების საბჭოს (CIS) წევრობის სტატუსი მიენიჭა