ვოლოდიმირ ზელენსკი ასახელებს რამდენიმე წინაპირობას ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აქვეყნებს რამდენიმე ნაბიჯს, რომელიც შეიძლება იყოს წინაპირობა, ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად.

პირველი ნაბიჯად ზელენსკი ასახელებს ზავს ჰაერსა და ზღვაში. შემდეგი ნაბიჯი კი არის ტყვეების გათავისუფლება. ის ხაზს უსვამს, რომ ტყვეების გათავისუფლებამ შესაძლოა ხელი შეუწყოს საბაზისო ნდობას.

ასევე ზელენსკი აღნიშნავს, რომ უკრაინელებს ნამდვილად სურთ მშვიდობა, მაგრამ არა უკრაინის დათმობის ფასად.

ზელენსკი იმეორებს უკრაინის პოზიციას, უკრაინის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის უკრაინის მონაწილეობით გადაწყვეტის აუცილებლობაზე.

“ყველამ უნდა უზრუნველყოს, რომ რუსეთმა, ამ ომის ერთადერთმა წყარომ, მიიღოს მისი დასრულების საჭიროება. ამის “სიჩუმის” ორი ფორმით დადასტურება შეიძლება: არავითარი თავდასხმები ენერგეტიკაზე და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე - ზავი რაკეტებისთვის, ბომბებისთვის, შორი მანძილის დრონებისთვის; არავითარი სამხედრო ოპერაციები შავ ზღვაში.

შემდეგი ნაბიჯია საბაზისო ნდობა გარემოებებისადმი, რომლებშიც მოლაპარაკებები მიმდინარეობს. უკრაინელები, ყველა ევროპელი, ამერიკელები, მსოფლიოში ყველა ადამიანური გული, რომელიც ომს არ ეთანხმება - ყველამ უნდა ვიგრძნოთ, რომ რუსები არ გვატყუებენ. პატიმრების გათავისუფლება შეიძლება გამოდგეს საბაზისო ნდობის საშუალებად...

უკრაინელებს ნამდვილად სურთ მშვიდობა, მაგრამ არა უკრაინის დათმობის ფასად. ნებისმიერი მოლაპარაკებებისთვის რეალური კითხვაა არის თუ არა რუსეთი მზად თავი დაანებოს ომს. დარწმუნებულები იყავით, რომ უკრაინა სამშვიდობო გეგმებისა და მოლაპარაკებების პროცესის ყველა დეტალს მთლიანად ევროპას გაუზიარებს…

მოგიწოდებთ გააგრძელოთ პოზიციის მხარდაჭერა, რომ უკრაინის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი უკრაინის მონაწილეობით უნდა გადაწყდეს, ისევე როგორც თქვენი ქვეყნების ან მთლიანად ევროპის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი თქვენი მონაწილეობით უნდა გადაწყდეს”, - წერს ზელენსკი.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში