დონალდ ტრამპი - ვფიქრობ, უკრაინას სურს გარიგების დადება, რადგან არჩევანი არ აქვთ, რუსეთს სურს გარიგების დადება, რადგან მათაც არ აქვთ არჩევანი

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ როგორც უკრაინას, ასევე რუსეთს სურს სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა, რადგან მათ სხვა არჩევანი არ აქვთ.

ვფიქრობ, უკრაინას სურს გარიგების დადება, რადგან მათ არჩევანი არ აქვთ. მე ასევე ვფიქრობ, რომ რუსეთს სურს გარიგების დადება, რადგან გარკვეულის სხვა გზით - სხვა გზით, რომელიც მხოლოდ მე ვიცი - მათაც არ აქვთ არჩევანი," - განუცხადა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს.

აშშ-ის პრეზიდენტს ჰკითხეს, ჩავა თუ არა ის საუდის არაბეთში რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად.

"არ ვიცი, ვერ გეტყვით. მე მივდივარ საუდის არაბეთში", - აღნიშნა ტრამპმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა