უკრაინის ენერგეტიკის მინისტრი - რუსებმა უკრაინის ენერგო და გაზის ინფრასტრუქტურაზე იერიში მიიტანეს

რუსეთმა უკრაინის ენერგეტიკულ და გაზის ინფრასტრუქტურაზე, 7 მარტის ღამეს, მასიური სარაკეტო და დრონებით შეტევა განახორციელა, - ამის შესახებ უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა, ჰერმან გალუშჩენკომ განაცხადა.

მინისტრის თქმით, თავდასხმა ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ელექტროენერგიის წარმოების სიმძლავრის განადგურებას ისახავს მიზნად. დაბომბვის შედეგად დაზიანდა ელექტროენერგიისა და გაზის მიწოდების ობიექტები.

„უკრაინის სხვადასხვა რეგიონში ენერგო და გაზის ინფრასტრუქტურა კვლავ მასიური სარაკეტო და დრონით თავდასხმის ქვეშაა. შეძლებისდაგვარად, მაშველები და ენერგეტიკოსები მუშაობენ შედეგების აღმოსაფხვრელად. ყველა საჭირო ღონისძიება ტარდება ელექტროენერგიისა და გაზის მიწოდების სტაბილიზაციისთვის“, - აღნიშნა მინისტრმა.

გალუშჩენკომ უკრაინელებს თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო