თინა ბოკუჩავა - თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით არის კითხვები - არავითარ არჩევნებში მონაწილეობას არ აქვს აზრი, თუ ყოველთვის იმარჯვებს ის, ვინც თვლის, რომ ასეა მოწყობილი

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის აზრს ვერ ხედავს.

როგორც ბოკუჩავამ ჟურნალისტებს განუცხადა, 26 ოქტომბრის არჩევნებში მოქალაქეთა უმრავლესობამ დემოკრატიულ, პროევროპულ ძალებს გამოუცხადა ნდობა, მაგრამ ბიძინა ივანიშვილმა საარჩევნო შედეგი მიიტაცა.

„თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით არის კითხვები. ამის თაობაზე მე უკვე არაერთხელ ვისაუბრე „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით. შემიძლია გითხრათ, რომ არავითარ არჩევნებში მონაწილეობას არ აქვს აზრი, თუ ყოველთვის იმარჯვებს ის, ვინც თვლის, რომ ასეა მოწყობილი. ეს გვაჩვენა, მათ შორის 26 ოქტომბრის არჩევნებმა, სადაც მოქალაქეთა უმრავლესობამ დემოკრატიულ, პროევროპულ ძალებს გამოუცხადა ნდობა, მაგრამ ივანიშვილმა მაინც სხვა ციფრები დაწერა და საარჩევნო შედეგი მიიტაცა. ამიტომ, აუცილებელია ახალი, სამართლიანი თამაშის წესები იმისთვის, რომ ჩატარდეს თავისუფალი არჩევნები, სადაც ქართველი ხალხის თავისუფალი ნება აისახება“, - განაცხადა ბოკუჩავამ.

ამასთან, მან „ლელოს“ ლიდერის ხაზარაძის განცხადება შეაფასა, რომლის თქმით, ოთხმა ბარიერგადალახულმა კოალიციამ ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრი უნდა ჩამოაყალიბოს.

თინა ბოკუჩავას განმარტებით, ისინი ასეთი ცენტრის შექმნას მიესალმებიან.

„როდესაც გვებრძვის რუსეთი და რუსეთის გავლენის აგენტიო, აშშ-ის მხრიდან სანქცირებული ივანიშვილი, ძალიან მნიშვნელოვანია ერთიანი, დემოკრატიული, პროდასავლური ფრონტის შექმნა. ამიტომ, ვფიქრობ, ჩვენი მხრიდან ნამდვილად არ იქნება მოულოდნელობა იმაზე ხაზგასმა, რომ არჩევნებამდეც, ახლაც და მომავალშიც, ყოველთვის მხარს დავუჭერთ ნებისმიერ ძალისხმევას, რომელიც ძალების გაერთიანებისკენ არის მიმართული. სამწუხაროდ, ეს ამ ეტაპზე მხოლოდ საგარეო ფრონტზე ხერხდება, ესეც ძალიან კარგია. ჩვენ ამას ყოველთვის მხარს ვუჭერთ და ხელს ვუწყობთ. დასავლეთში, საქართველოს მეგობრებთან მნიშვნელოვანია ქართველი ხალხის პროდასავლურ გამოძახილის ერთიანი ხმა და ერთიანი პოზიცია დასავლელ მეგობრებთან ურთიერთობაში“, - განაცხადა ბოკუჩავამ.

ესტონეთის ელჩი - მიმდინარე კვირას თბილისს ვტოვებ - ჩემი წასვლა ასახავს თუ არა საქართველო-ესტონეთის არსებულ ურთიერთობას? - რა თქმა უნდა, ასახავს, ამის დამალვა არ შემიძლია!
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნების“ ქმედებების გამო მცირდება როგორც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შანსები, ასევე ჩვენი სატრანზიტო ფუნქცია
საქართველოში Kinkladze Foundation დაფუძნდა - ინიციატივა ახალგაზრდების გაძლიერებასა და მასობრივი ფეხბურთის განვითარებას ემსახურება
სააქციო საზოგადოება „ნიკორა“ რებრენდინგის შედეგად საქმიანობას „ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის“ (NMG) სახელით განაგრძობს
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება