ირაკლი კობახიძე - თავის დროზე ხაზარაძე იყო პასუხისმგებელი ანაკლიაში ინვესტორების მოზიდვაზე და ვერ მოიზიდა ვერც ამერიკული, ვერ ევროპული ინვესტიციები - დღეს მისი მხრიდან ამერიკულ ინვესტიციებზე საუბარი, არის ცარიელი სპეკულაცია

თავის დროზე ხაზარაძე იყო პასუხისმგებელი ინვესტორების მოზიდვაზე და ჰქონდა სრული თავისუფლება - მან ვერ მოიზიდა ვერც ამერიკული, ვერ ევროპული ინვესტიციები, დღეს მისი მხრიდან ყველანაირი საუბარი ამერიკულ ინვესტიციებზე, ცარიელი სპეკულაციაა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თურქმენეთში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც გამოეხმაურა მამუკა ხაზარაძის განცხადებას, რომ „აუცილებელია,ამერიკის შეერთებული შტატების ინვესტიციები სასწრაფოდ დაბრუნდეს ანაკლიაში“.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ხაზარაძე ადრე საუბრობდა ჩინური ინვესტიციების მნიშვნელობაზე ანაკლიაში და დღეს უკვე საუბრობს, თითქოს ჩინური ინვესტიცია არის დანაშაული ქვეყნის წინაშე.

„თავის დროზე ხაზარაძე იყო პასუხისმგებელი ინვესტორების მოზიდვაზე და მას ჰქონდა სრული თავისუფლება, მას შეეძლო ამერიკელი, ევროპელი, ჩინელი ინვესტორების მოზიდვა, ნებისმიერი ინვესტორის მოზიდვა. მაშინ ხაზარაძე საუბრობდა ჩინური ინვესტიციების მნიშვნელობაზე ანაკლიაში და დღეს უკვე საუბრობს იმაზე, თითქოს ჩინური ინვესტიცია არის დანაშაული ჩვენი ქვეყნის წინაშე. მან ვერ მოიზიდა ვერც ვერავითარი ამერიკული, ვერ ევროპული ინვესტიციები, შესაბამისად, ყველაფერი დევს ხელის გულზე. რასაც ამბობს ხაზარაძე, ეს არის ცარიელი სპეკულაცია და მანიპულაცია, თუ თავის დროზე მას სურდა ამერიკელი ინვესტორების მოზიდვა, ამისთვის ჰქონდა მინიჭებული ყველანაირი შესაძლებლობა, თუმცა ეს არ, ვერ გააკეთა. დღეს მისი მხრიდან ყველანაირი საუბარი ამერიკულ ინვესტიციებზე, არის ცარიელი სპეკულაცია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გარდა ამისა, კობახიძემ ისაუბრა, ზოგადად, ოპონენტების საქმიანობაზეც და განაცხადა, რომ „ოპოზიცია ღიად თანამშრომლობს უცხოურ სტრუქტურებთან იმისათვის, რომ საკუთარი სახელმწიფოს ინტერესები დააზიანონ“. კობახიძის შეფასებით, „ეს სხვა არაფერია, თუ არა საკუთარი ქვეყნის ღალატი“.

„ეს არის სერგო ორჯონიკიძის ხაზი. ასეთი ქმედებები, ალბათ, ექცევა სისხლის სამართლის კოდექსის ნორმების ქვეშ, თუმცა ეს არის არა ჩემი, არამედ შესაბამისი უწყებების გადასაწყვეტი, მაგრამ დღესავით ნათელია, თუ რას აკეთებენ ეს ადამიანები. ისინი ღიად თანამშრომლობენ უცხოურ სტრუქტურებთან, იმისათვის, რომ დააზიანონ საკუთარი სახელმწიფოს ინტერესები. ეს სხვა არაფერია, თუ არა საკუთარი ქვეყნის ღალატი, თუმცა, ეს არის ჩემი პოლიტიკური შეფასება. სამართლებრივი შეფასებები უნდა გაკეთდეს შესაბამისი უწყებების მხრიდან“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში