გაერო-ს ქალთა ორგანიზაცია და „ბაზარი ორბელიანზე“ მეწარმე ქალების მხარდამჭერ გამოფენა-გაყიდვას მართავენ

„ბაზარი ორბელიანზე“ მცირე და საშუალო მეწარმე ქალების საქმიანობის ხელშეწყობისთვის, გაეროს ქალთა ორგანიზაცია და „ბაზარი ორბელიანზე“ მეწარმე ქალების პროდუქტების 3-დღიან გამოფენა-გაყიდვას მართავენ, რომელიც 14:00 საათზე დაიწყება. ამის შესახებ ინფორმაციას გაეროს ქალთა ორგანიზაცია ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ღონისძიების სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, არა მარტო დაათვალიერონ და გაიცნონ ნაწარმი, რომელსაც საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ქალები ქმნიან, არამედ ადგილზევე შეიძინონ ისინი. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება საკვები, სასმელი, ხელნაკეთი ნივთები, სუვენირები და სხვა პროდუქტები. სულ მასში მონაწილეობას 30 მეწარმე ქალი მიიღებს.

„გამოფენას 8 მარტს დანიის ელჩი საქართველოში ანნე ტოფტ სორენსენი, გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში კაორი იშიკავა და „ბაზარი ორბელიანზე“ წარმომადგენელი ანი ბარათაშვილი ესტუმრებიან და ღონისძიების ძირითად ნაწილს გახსნიან. აღსანიშნავია, რომ გამოფენა-გაყიდვის პარალელურად, მონაწილეებს საშუალება ექნებათ, მოუსმინონ Fas Group-ის მმართველ პარტნიორს, ნათია სხვიტარიძეს, რომელიც მათ კრიზისებთან გამკლავების შესახებ ესაუბრება და საინტერესო რჩევებსაც მისცემს.

ინიციატივა მიზნად ისახავს, გამოწვევებით სავსე, არასტაბილურ რეალობაში, რომელიც განსაკუთრებით ნეგატიურად ქალებზე აისახება, მხარი დაუჭიროს მათ სამეწარმეო საქმიანობას, დაეხმაროს ქალებს, მოიძიონ გასაღების ახალი ბაზრები და პერსპექტიული სივრცეები, დაამყარონ სასარგებლო კავშირები და შეინარჩუნონ ის პოზიტიური დინამიკა, რომელსაც ბოლო წლებში შემოსავლის მომტანი საქმიანობების განვითარების კუთხით მიაღწიეს. პროექტი არა მარტო ქალების, არამედ მათი ოჯახებისა და თემების კეთილდღეობასაც ემსახურება.

აღსანიშნავია, რომ გაერო-ს ქალთა ორგანიზაციისა და „ბაზარი ორბელიანზე“ ინიციატივა გაგრძელდება. თანამშრომლობის ფარგლებში, მეწარმე ქალების პროდუქტების გამოფენა-გაყიდვები ყოველი თვის პირველ პარასკევს, შაბათსა და კვირას ჩატარდება და წლის განმავლობაში 300-მდე ქალის ნაწარმს გააერთიანებს. ღონისძიებები მეწარმე ქალებისთვის სხვადასხვა აქტუალურ თემატიკაზე საინფორმაციო შეხვედრებისა და მასტერკლასების გამართვასაც მოიაზრებს, რაც მონაწილეებს კონკრეტული რჩევებისა და რეკომენდაციების მიღებაში, სასარგებლო კავშირების დამყარებასა და გაყიდვების გაზრდაში დაეხმარება. 8 მარტსვე გაერო-ს ქალთა ორგანიზაციასა და „ბაზარი ორბელიანზე“ შორის შესაბამისი თანამშრომლობის მემორანდუმიც გაფორმდება. გამოფენა 7 მარტს დაიწყო და 9 მარტს დასრულდება.

გამოფენა-გაყიდვა ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში ტარდება. გაერო-ს ქალთა ორგანიზაციისა და „ბაზარი ორბელიანზე“ თანამშრომლობა კი გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის პროგრამის „ქალთა ლიდერობის გაზრდა მდგრადი და მშვიდობიანი საზოგადოებებისთვის“ ნაწილია, რომელსაც დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით, გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის ოფისები საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში, ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისის მხარდაჭერით ახორციელებენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში