დონალდ ტრამპი - სერიოზულად განვიხილავ რუსეთზე დიდი მასშტაბის საბანკო სანქციებსა და ტარიფებს მანამდე, ვიდრე ცეცხლის შეწყვეტა და საბოლოო შეთანხმება არ იქნება მიღწეული

სერიოზულად განვიხილავ რუსეთზე დიდი მასშტაბის საბანკო სანქციებს, სხვა სანქციებსა და ტარიფებს მანამდე, ვიდრე ცეცხლის შეწყვეტა და საბოლოო შეთანხმება არ იქნება მიღწეული, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი Truth Social-ზე წერს.

„იმ ფაქტზე დაყრდნობით, რომ რუსეთი ახლა აბსოლუტურად „ბომბავს“ უკრაინას ბრძოლის ველზე, სერიოზულად განვიხილავ რუსეთზე დიდი მასშტაბის საბანკო სანქციებს, სანქციებსა და ტარიფებს მანამდე, სანამ ცეცხლის შეწყვეტა და მშვიდობაზე საბოლოო შეთანხმება არ იქნება მიღწეული. რუსეთსა და უკრაინას მივმართავ, დასხედით მაგიდასთან ახლავე, ვიდრე ძალიან გვიანი არ იქნება. მადლობა!!!“ - წერს ტრამპი.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო