პოლიციამ ირაკლი კუპრაძე და კიდევ სამი პირი დააკავა

პოლიციამ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე და კიდევ სამი წევრი: ოთარ ფარულავა, ბექა ბერიძიშვილი და ჯუბა ლოლაძე დააკავა.ისინი ვარაზისხევის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ადვოკატმა არჩილ ჭავჭანიძემ განუცხადა, მისთვის ამ ეტაპზე დაკავების მიზეზები უცნობია. მისივე თქმით, ყოველგვარი განმარტების გარეშე მოხდა მათი დაკავება. როგორც ადვოკატი აცხადებს, მისთვის ამ ეტაპზე უცნობია სად გადაიყვანეს დაკავებულები.

დაკავებამდე, ირაკლი კუპრაძემ საკუთარ “ფეისბუქ” გვერდზე ლაივში განაცხადა, რომ ვარაზისხევთან პოლიციის 3 ავტომობილს ისინი ჩაკეტილი ჰყავდა, რომლებიც ავტომობილის დათვალიერებას ითხოვდნენ.

კუპრაძე პოლიციელებისგან დაინტერესდა რასთან დაკავშირებით ხდებოდა მათი შემოწმება, რაზეც ერთ-ერთმა პოლიციელმა უპასუხა: “გვაქვს უფლება, რომ გაგაჩეროთ, შეგამოწმოთ და საბუთები მოგთხოვოთ. კანონი გვაძლევს იმის უფლებას, რომ დაგათვალიეროთ როგორც თქვენ, ასევე ავტომობილიც”.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება