უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსებმა უკრაინის მიმართულებით სამი რაკეტა და 145 დრონი გაუშვეს

რუსებმა უკრაინის მიმართულებით სამი რაკეტა და 145 დრონი გაუშვეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, სულ რუსულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით ისკანდერ-მ/კნ-23 ტიპის 2 ბალისტიკური რაკეტა, ისკანდერ-კ ტიპის ერთი ფრთოსანი რაკეტა და 145 დრონი გაუშვეს, რომელთაგან 79 უკრაინის თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს, ხოლო 54 უკრაინის ტერიტორიაზე გაუჩინარდა.

„მტრის თავდასხმის შედეგად დონეცკის, პოლტავის, ხარკოვის, სუმისა და ოდესის ოლქები დაზარალდა“, - აცხადებენ უკრაინის საჰაერო ძალებში.

უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსების მიერ გაშვებული დრონები ხარკოვის, პოლტავის, სუმის, ჩერნიგოვის, ჩერკასის, კიევის, კიროვოგრადის, დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიეს, დონეცკის, ნიკოლაევისა და ოდესის ოლქებში გაანადგურეს.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსული ძალების მიერ ხარკოვის ოლქში მდებარე საწარმოზე განხორციელებული დარტყმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა სამამდე გაიზარდა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს