ვოლოდიმირ ზელენსკი - ქალაქ დობროპილიაზე განხორციელებული დარტყმა აჩვენებს, რომ რუსეთის მიზნები არ შეცვლილა

ქალაქ დობროპილიაზე განხორციელებული დარტყმა აჩვენებს, რომ რუსეთის მიზნები არ შეცვლილა, - ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსული ძალების მიერ დონეცკის ოლქის ქალაქ დობროპილიაზე განხორციელებულ სარაკეტო იერიშებს.

„საღამოს რუსულმა არმიამ დონეცკის ოლქის ქალაქ დობროპილიას ცენტრს ორი ბალისტიკური რაკეტით დაარტყა. შემთხვევის ადგილზე ჩვენი სამსახურების მისვლისთანავე მორიგი დარტყმა განხორციელდა, რომლის სამიზნე მაშველები იყო. დაშინების ამაზრზენი და არაადამიანური ტაქტიკა, რომელსაც რუსები ხშირად მიმართავენ. მსგავსი დარტყმები აჩვენებს, რომ რუსეთის მიზნები უცვლელი რჩება. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, სიცოცხლის დასაცავად, ჩვენი საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გასაძლიერებლად ყველაფრის გაკეთება გავაგრძელოთ“, - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი „ტელეგრამის“ არხზე.

ცნობისთვის, რუსული ძალების მიერ დონეცკის ოლქის ქალაქ დობროპილიაზე განხორციელებული სარაკეტო დარტყმების შედეგად, 11 ადამიანი დაიღუპა და 30 დაშავდა. დონეცკის ოლქში 8 მარტი გლოვის დღედ გამოცხადდა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო