თეონა აქუბარდია - ივანიშვილის რეჟიმის აქცენტი თვითმმართველობის არჩევნებზე ემსახურება იმას, რომ საპარლამენტო არჩევნები დღის წესრიგიდან მოხსნან - ჩვენ ვემზადებით ახალი საპარლამენტო არჩევნებისთვის

ივანიშვილის რეჟიმმა საუბარი დაიწყო ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე, რათა დღის წესრიგიდან საპარლამენტო არჩევნების საკითხი მოეხსნა - რა თქმა უნდა, არჩევნებისთვის მზადება მიმდინარეობს და ეს არის ახალი საპარლამენტო არჩევნები, რომელიც 100 დღიანი უწყვეტი პროტესტის მოთხოვნაა, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, თეონა აქუბარდიამ ჟურნალისტებთან თვითმმართველობის არჩევნებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ საუბრობს, რომ ოპოზიციას არჩევნების ეშინია, მაგრამ პირველ რიგში, ეს თავად მათი გამოწვევაა.

„ივანიშვილის რეჟიმმა საუბარი დაიწყო ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე, რათა დღის წესრიგიდან საპარლამენტო არჩევნების საკითხი მოეხსნა, რომელიც არსად არ წასულა და 100-დღიანი პროტესტი და მოთხოვნა კვლავ ძალაშია. ოქტომბრის არჩევნებამდე 7 თვეა დარჩენილი და ეს დიდი დროა. ამიტომ, როდესაც მთავარი დღის წესრიგი საპარლამენტო არჩევნებია, ბუნებრივია, საპარლამენტო არჩევნებისთვის მიმდინარეობს მზადება ჩვენთანაც. ივანიშვილის რეჟიმი საუბრობს, რომ ვიღაცას ეშინია არჩევნების, პირველ რიგში, ეს თავად მათი გამოწვევაა სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები. ამას მოწმობს როგორც 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნები, ასევე ის ცვლილებები საარჩევნო კოდექსში, რომელიც თავად ივანიშვილის რეჟიმის გამოწვევას აჩვენებს. შესაბამისად, რა თქმა უნდა, არჩევნებისთვის მზადება მიმდინარეობს და ეს არის ახალი საპარლამენტო არჩევნები, რომელიც 100-დღიანი უწყვეტი პროტესტის მოთხოვნაა.

ცალსახად და გადაჭრით შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ ვემზადებით ახალი საპარლამენტო არჩევნებისთვის, რომელიც მოუწევს ივანიშვილს რეჟიმს, რომ დანიშნოს. სხვა დანარჩენი და მათი აქცენტი თვითმმართველობის არჩევნებზე ემსახურება იმას, რომ ახალი საპარლამენტო არჩევნები დღის წესრიგიდან მოხსნან“, - განაცხადა აქუბარდიამ.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო