ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ საფრანგეთთან და ბრიტანეთთან ბირთვულ იარაღთან დაკავშირებით მოლაპარაკებებისთვის ღიაა

გერმანიის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ ლიდერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ მას სურს მოლაპარაკება საფრანგეთთან და დიდ ბრიტანეთთან მათი ბირთვული იარაღის ერთობლივი გამოყენების შესახებ.

„ატომური იარაღის გაზიარება არის საკითხი, რომელზეც ჩვენ უნდა ვისაუბროთ… ჩვენ ბირთვული შეკავების თვალსაზრისით ერთად უნდა გავძლიერდეთ”, - განაცხადა მერცმა რადიო Deutschlandfunk -ისთვის მიცემულ ინტერვიუში და დასძინა: „ჩვენ უნდა ვისაუბროთ ორივე ქვეყანასთან (საფრანგეთთან და ბრიტანეთთან)”.

მისივე თქმით, უნდა შენარჩუნდეს „ასევე ამერიკული ბირთვული ფარი“.

გერმანია, მეორე მსოფლიო ომის წარსულიდან გამომდინარე, რიგი საერთაშორისო ხელშეკრულებით, არაბირთვულ თავდაცვაზეა მიბმული, შესაბამისად, ბირთვულ იარაღს არ აწარმოებს, თუმცა ნატო-სთან თანამშრომლობის ფარგლებში მის ტერიტორიაზე ამერიკის ბირთვული ქობინებია განთავსებული.

ცნობისთვის,მიმდინარე კვირაში, ბრიუსელში გამართულ სამიტზე, ევროკავშირის ლიდერებმა მხარი დაუჭირეს თავდაცვაზე მეტი ხარჯების გაწევის გეგმას.

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ რუსეთი საფრთხე გახდა საფრანგეთისთვისა და ევროპისთვის. მაკრონის თქმით, იგი მზად არის ფრანგული ბირთვული იარაღით ევროპელი მოკავშირეების დაცვის შესახებ დისკუსია გახსნას.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო