დონალდ ტრამპი წიაღისეულის შეთანხმებაზე - ვფიქრობ, ეს მოხდება

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ფიქრობს, რომ აშშ-უკრაინას შორის წიაღისეულის შეთანხმება გაფორმდება.

კერძოდ, კითხვაზე, ელის თუ არა, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი „დაბრუნდება“ და დაასრულებს წიაღისეულის შეთანხმებას, დონალდ ტრამპმა Fox News-ს განუცხადა, რომ „დიახ. მე ასე მგონია. ვფიქრობ, ეს მოხდება”.

„ჩვენ იქ ვართ 350 მილიარდი დოლარით. ბაიდენს ეს არასდროს არ უნდა გაეკეთებინა“, - განაცხადა ტრამპმა.

ასევე, დონალდ ტრამპის თქმით, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბაიდენის დროს „ფული წაიღო“ ამერიკისგან, “როგორც ტკბილეული ბავშვისგან“ .

„ეს იყო ბავშვისგან ტკბილეულის აღება, რაც მან გააკეთა. ის ჭკვიანი და ძლიერი ბიჭია და ბაიდენის დროს ამ ქვეყნიდან ფული ისე წაიღო, როგორც ტკბილეული ბავშვისგან. ასეთი მარტივი იყო. მე უბრალოდ, არ ვფიქრობ, რომ ის მადლიერია”, - განაცხადა ტრამპმა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო