ილონ მასკი რადოსლავ სიკორსკის - ჩუმად იყავი, პატარა კაცო - Starlink-ის შემცვლელი არ არსებობს

ჩუმად იყავი, პატარა კაცო, თქვენ იხდით ღირებულების მცირე ნაწილს. Starlink-ის შემცვლელი არ არსებობს, - ამის შესახებ აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის (DOGE) ხელმძღვანელი, ილონ მასკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

მასკი გამოეხმაურა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რადოსლავ სიკორსკის განცხადებას, რომლის თანახმად, პოლონეთი უკრაინისთვის Starlinks-ის სერვისების მიწოდებისთვის წელიწადში, დაახლოებით, 50 მილიონ აშშ დოლარს იხდის და თუ დადასტურდება, რომ SpaceX-ი არასანდო პროვაიდერია, იძულებული გახდება, ახალი მიმწოდებლები მოიძიოს.

რადოსლავ სიკორსკის ეს განცხადება ილონ მასკის პოსტს მოჰყვა, რომელშიც აღნიშნულია, რომ Starlink-ის სისტემა უკრაინის არმიის ხერხემალია და თუ მას გათიშავს, უკრაინის მთელი ფრონტის ხაზი ჩამოიშლება.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს