„ბუკნარის“ სასტუმრო კომპლექსის კონსტრუქციული ნაწილის მშენებლობა დასრულებულია

„ლისი დეველოპმენტის“ ახალი საკურორტო უბანი „ბუკნარი“ მშენებლობის აქტიურ ფაზაშია. პროექტის პირველი ეტაპის, სასტუმროს მშენებლობა უკვე დასრულებულია. ამჟამად მიმდინარეობს არქიტექტურული სამუშაოები, რომლებიც მოიცავს ფასადის მოპირკეთებას, შიდა ტიხრების მოწყობას და სარემონტო სამუშაოებს.

პროექტის პირველი ფაზა ითვალისწინებს სასტუმროსა და აპარტამენტების კომპლექსს, რომლის ინფრასტრუქტურა მოიცავს შიდა საცურაო აუზს, რესტორანს, სპორტულ მოედანს და მწვანე ზონებს.

ახალი ზღვისპირა კურორტი ბათუმის გამოსასვლელიდან, 7 წუთის სავალ გზაზეა და უშუალოდ ზღვის სანაპიროს გასწვრივ, პირველ ზოლში მდებარეობს.

კომპლექსს გამოარჩევს უნიკალური მდებარეობა, სუბტროპიკულ ტყესა და ზღვას შორის.

„ბუკნარში“ გათვალისწინებულია სასტუმროს სტანდარტით აღჭურვილი აპარტამენტები 34 კვ.მ.-დან 101 კვ.მ.-მდე, რომლებიც ბარდება სრული რემონტით, ავეჯით, სამზარეულოთი და საჭირო აქსესუარებით. თითოეულ აპარტამენტს აქვს ზღვისა და მთის ხედი.

საკურორტო უბნის გენერალური გეგმა და არქიტექტურა მომზადებულია „ლისი დეველოპმენტისა“ და ბრიტანული არქიტექტურული სტუდიოების თანამშრომლობით.

„ბუკნარი“ ახალი ქართული რივიერაა, რომელსაც წამყვანი დეველოპერული კომპანია „ლისი დეველოპმენტი“ ახორციელებს.

კომპანია „ლისი დეველოპმენტი“ „ბუკნარში“ 9 ჰექტარ მიწას ფლობს, რომლის განვითარება დაბალი სართულიანობისა და სიმჭიდროვის გათვალისწინებით, ეტაპობრივად განხორციელდება.

„ლისი დეველოპმენტი“ ქართული უძრავი ქონების ბაზარზე 15 წელია ლიდერობს. კომპანიამ ჯერ კიდევ 2010 წელს პირველმა დაამკვიდრა ინოვაციური მწვანე პრინციპი 80/20, რაც ნიშნავს რომ „ლისის“ პროექტებში, ტერიტორიის 80% ეთმობა გამწვანებას და მხოლოდ დარჩენილ 20%-ზე არის განლაგებული შენობები.

კომპანიას სურს აღნიშნული სტანდარტი ამჯერად აჭარაში, „ბუკნარის“ პროექტში დაამკვიდროს, რომელიც ოჯახური დასვენებისთვისაა გამიზნული და ამავდროულად მომხმარებლისათვის საინვესტიციო თვალსაზრისითაც მომხიბვლელია.

„ლისი დეველოპმენტის“ პროექტებში მთავარი იდეა დგას კომფორტის და დაბალანსებული ცხოვრებისთვის საჭირო ყველა პირობის შექმნაზე.

პროექტებს გამოარჩევს ერთიანი არქიტექტურა, მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა, საკმარისი სივრცეები ადამიანებისთვის, რათა მათ მეტი დრო გაატარონ ოჯახთან, ბავშვებთან, დაისვენონ და შეიგრძნონ დაბალანსებული ცხოვრება ყოველდღიურობაში.

არქიტექტურული ფილოსოფია კი დგას არსებულ ტერიტორიასთან, ლანდშაფტთან მაქსიმალურ ჰარმონიაზე. სივრცითი დაგეგმარება კი ეყრდნობა ადამიანის საჭიროებების გათვალისწინებას.

„ლისი დეველოპმენტის“ მიზანია არა მხოლოდ თანამედროვე სტილის და საერთაშორისო სტანდარტების დამკვიდრება, არამედ ეკოლოგიურად სუფთა გარემოს უზრუნველყოფა, სადაც ყველა პირობაა იმისათვის, რომ თავი ყოველდღე განსაკუთრებულად და უსაფრთხოდ იგრძნო.

(R)

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ