ლინას ლინკევიჩუსი - როგორი „სამშვიდობო მოლაპარაკებები“ იქნება ხვალ ჯიდაში? „მოგვარების“ შესახებ თუ კაპიტულაციის შესახებ?

ტრამპს არ უკვირს პუტინის მზარდი თავდასხმები უკრაინაზე და აცხადებს, რომ „სხვაც ასე მოიქცეოდა“, - ამის შესახებ შვედეთში ლიეტუვის ელჩი, საგარეო საქმეთა და თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ლინას ლინკევიჩიუსი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

„შეერთებულმა შტატებმა უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა და სადაზვერვო მონაცემების გაზიარება შეუჩერა. ტრამპს არ უკვირს პუტინის მზარდი თავდასხმები უკრაინაზე - „სხვაც ასე მოიქცეოდა“ მაშ, როგორი „სამშვიდობო მოლაპარაკებები“ იქნება ხვალ ჯიდაში? „მოგვარების“ შესახებ თუ კაპიტულაციის შესახებ?“ - წერს ლიეტუველი დიპლომატი.

შეგახსენებთ, საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში ხვალ უკრაინისა და აშშ-ის ოფიციალურ პირებს შორის მოლაპარაკებები გაიმართება.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - პრემიერმა, პრაქტიკულად, ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ჩვენ საგარეო პოლიტიკაში არა ზნეობრივი იმპერატივებით, არამედ უახლოესი საჭიროებით ვმოქმედებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.06.2026
„ბიოგრაფი ლივინგის“ დეველოპერულ პროექტებში „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ სამედიცინო კაბინეტები განთავსდება
ხელოვნური ინტელექტი ბიზნესში - როგორ ეხმარება GeoLab ქართულ კომპანიებს AI-ის პრაქტიკულად გამოყენებაში
სილქნეტის „როუმინგ პასის“ ინტერნეტ პაკეტებს აშშ, მექსიკა და კანადა დაემატა
ყურადღებით - ვრცელდება ახალი კიბერთაღლითური სქემები
m² განვითარების ახალ ეტაპზე გადადის - კომპანია საქმიანობას ახალი სტრატეგიითა და გრძელვადიანი განვითარების ხედვით განაგრძობს
X2 Development-ი - „სახლი, ზრუნვით აშენებული“