ნათია თურნავა - ქვეყანაში ვალუტის კარგი, ძლიერი შემოდინებაა, ამის გამო ლარი გამყარდა კიდეც - თებერვლის ინფლაცია მიზნობრივ 3%-ზე დაბალია და ყველაფერი იმაზე მიგვანიშნებს, რომ რეზერვების შევსების დაწყებას შევძლებთ

ქვეყანაში ვალუტის კარგი, ძლიერი შემოდინებაა. სწორედ ამის გამო ლარი გამყარდა კიდეც - თებერვლის ინფლაცია გამოქვეყნდა და მიზნობრივ 3%-ზე დაბალია - ანუ, ყველაფერი იმაზე მიგვანიშნებს, რომ ჩვენ რეზერვების შევსების დაწყებას შევძლებთ, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, რეზერვების მოცულობაზე არამხოლოდ ეროვნული ბანკის აქტივობა ახდენს გავლენას, არამედ თუნდაც საგარეო ვალის მომსახურება.

„რეზერვების სტატისტიკა გამჭვირვალეა - პერიოდულად ვაქვეყნებთ. რეზერვების მოცულობაზე გავლენას ახდენს არამხოლოდ ეროვნული ბანკის აქტივობა, არამედ თუნდაც საგარეო ვალის მომსახურება. საგარეო ვალის მომსახურება აისახება დინამიკაზე, როდესაც საგარეო ვალის დაფარვა გეგმაზომიერად ხდება. რაც შეეხება ეროვნული ბანკის ინტერვენციებს, იანვარ-თებერვალში არანაირი ინტერვენცია არ განგვიხორციელებია - უცხოური ვალუტა ბაზარზე არც გვიყიდია და არც გაგვიყიდია. მარტიდან იწყება ის პერიოდი, რომელიც ტრადიციულად გვაძლევს შესაძლებლობას, რომ რეზერვები შევავსოთ და ბაზარზე ვალუტა შევიძინოთ. ეს შემდეგ თვეში ქვეყნდება ხოლმე. მიზანშეწონილი არა არის, რომ უშუალოდ ამ პერიოდში რასაც ვაკეთებთ, ის ვთქვათ, იმისთვის, რომ სპეკულაციური განწყობები არ წავახალისოთ. ზოგადად, ქვეყანაში ვალუტის კარგი, ძლიერი შემოდინებებია. სწორედ ამის გამო ლარი გამყარდა კიდეც. თებერვლის ინფლაცია გამოქვეყნდა და მიზნობრივ 3%-ზე დაბალია - 2.4%. ანუ, ყველაფერი იმაზე მიგვანიშნებს, რომ ჩვენ რეზერვების შევსების დაწყებას შევძლებთ“, - განაცხადა თურნავამ.

გიორგი მელაშვილი - „ოცნების“ მიზანია ევროპული კურსიდან გადახვევის, ისტორიული შანსის ხელიდან გაშვებისა და ქვეყნის იზოლაციის მთელი პასუხისმგებლობა ბრიუსელის „დაუთმობლობას“ გადააბრალოს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.06.2026
ერთდროულად ორი - ფრანგული და ქართული დიპლომი ალტე უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის
5-წლიანი გარანტია 100%-იანი ანაზღაურებით: Duracell-ის ექსკლუზიური პირობა
საქართველო, როგორც „მანჩესტერ სიტისა“ და ცენტრალური აზიის ფეხბურთს შორის პარტნიორობის დამაკავშირებელი ხიდი
„ჯი-თი მოტორსმა“ ინფორმაციული უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტი დანერგა
როგორ ეუფლებიან ქართველი სტუდენტები ყველაზე მოთხოვნად პროფესიას - გზა კოლეჯიდან დიდ წარმოებამდე
„თელავგაზი“ თელავის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფლისთვის გაზის შეწყვეტის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს