მედია - კიევი აშშ-ის ოფიციალურ პირებთან შეხვედრაზე ცეცხლის ჰაერსა და ზღვაში შეწყვეტის წინადადებას დააყენებს

კიევი აშშ-ის ოფიციალურ პირებთან ხვალ, საუდის არაბეთში შეხვედრაზე რუსეთთან ცეცხლის ჰაერსა და ზღვაში შეწყვეტის წინადადებას წამოაყენებს, - ინფორმაციას The Telegraph-ი უკრაინელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ჩვენ გვაქვს წინადადება ცეცხლის ცაში და ზღვაში შეწყვეტის შესახებ, რადგან ეს არის ცეცხლის შეწყვეტის ვარიანტები, რომელთა ამოქმედება და მონიტორინგი მარტივია და შესაძლებელია ამით დაწყება”, - განაცხადა წყარომ.

გამოცემის ინფორმაციით, აშშ-ს ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ აპირებენ უკრაინელებთან შეხვედრის გამოყენებას ნაწილობრივ იმის დასადგენად, მზად არის თუ არა კიევი, ომის დასასრულებლად, რუსეთთან მატერიალურ დათმობებზე წავიდეს.

The Telegraph-ი წერს, რომ გავრცელებული ინფორმაციით, ბრიტანეთი უკრაინელ ოფიციალურ პირებს ურჩევს, როგორ წარმართონ შეხვედრები. ამ მიზნით, გაერთიანებული სამეფოს მთავრობის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონათან პაუელი მწვავე მოლაპარაკებების დაწყებამდე პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შესახვედრად უკრაინაში ჩავიდა.

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს საუდის არაბეთში ჩავა, სადაც პრინც მუჰამედ ბინ სალმანს შეხვდება. ამასთან, ხვალ ქალაქ ჯიდაში აშშ-სა და უკრაინის ოფიციალურ პირებს შორის შეხვედრა გაიმართება. 8 მარტს ზელენსკიმ გამოაცხადა, რომ 11 მარტს დაგეგმილ მოლაპარაკებებზე უკრაინას წარმოადგენენ: პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი, საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა, თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი და პრეზიდენტის ოფისის უფროსის ხელმძღვანელის მოადგილე პაველ პალისა. გუშინ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დაადასტურა, რომ სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო უკრაინელ კოლეგებთან მოლაპარაკებებისთვის 10-12 მარტს საუდის არაბეთს ეწვევა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - თუ ხელისუფლებამ დაინახა რომ პოლიტიკური პარტიები მისთვის საშიშროებას წარმოადგენენ, მაშინ, მათ, რა თქმა უნდა, გააუქმებს
ქართული პრესის მიმოხილვა 14.05.2026
WhiteBIT და FC Barcelona ხუთწლიან შეთანხმებას აანონსებენ
კომპანია EAGLE HILLS-მა გლობალური წარმომადგენლობა გააფართოვა და მონტენეგროში, შასის ტბის სანაპიროზე, პროექტი ŠAS HEIGHTS წარადგინა
ბუნების ძალასა და კანის ბალანსზე დაფუძნებული კორეული ბრენდი ROUND LAB უკევე PSP-შია
„ამბასადორი აილენდს“ ზღვაში შექმნილი, 28 ჰექტარი მიწის ტერიტორია საკუთრებაში გადაეცა
30 წელი ინოვაციების, განვითარებისა და მომხმარებელზე ზრუნვის გზაზე - ელიტი დაბადების დღეს აღნიშნავს
KFC-ის გამოძახებას დღეიდან მხოლოდ Glovo-ზე შეძლებ - ყველაფერი, რაც ამ მნიშვნელოვან სიახლეზე უნდა იცოდე