ილონ მასკი - სიკორსკი სოროსის მარიონეტია

რადოსლავ სიკორსკი სოროსის მარიონეტია, - ამის შესახებ აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის (DOGE) ხელმძღვანელი, ილონ მასკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

„დიახ, ის სოროსის მარიონეტია“, - წერს მასკი.

ილონ მასკი სოციალურ პლატფორმა X-ზე ერთ-ერთ პოსტს გამოეხმაურა, რომლის ავტორიც წერს, რომ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, „რადოსლავ სიკორსი ენ ეპლბაუმის ქმარი და ალექს სოროსის მეგობარია“.

შეგახსენებთ, გუშინ ილონ მასკმა X-ზე დაწერა, რომ „Starlink სისტემა უკრაინის არმიის ხერხემალია“ და თუ მას გათიშავს, უკრაინის მთელი ფრონტის ხაზი ჩამოიშლება. ილონ მასკის განცხადებას პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი გამოეხმაურა, რომელმაც დაწერა, რომ უკრაინისთვის Starlinks-ის სერვისების მიწოდებისთვის პოლონეთი იხდის და თუ SpaceX-ი არასანდო პროვაიდერი აღმოჩნდება, მაშინ პოლონეთი სხვა მომწოდებლებს მოძებნის. მოგვიანებით, მასკი სიკორსკის კვლავ გამოეხმაურა, მას „პატარა კაცი“ უწოდა და აღნიშნა, რომ პოლონეთი ღირებულების მხოლოდ მცირე ნაწილს იხდის და Starlink-ს შემცვლელი არ ჰყავს.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა